Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთი

ჯაშუშობისთვის დაკავებული თურქების მარშრუტი: სცენარები, რომლებსაც ხელისუფლება განიხილავს

გრძელდება საბერძნეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული გამოძიება, რათა სრულად გამოიკვეთოს ორი თურქი მამაკაცის მარშრუტი და ქმედებები, რომლებიც კუნძულ პოროსზე სამხედრო ობიექტებზე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

ძიების პროცესშია საქმე, რომელიც მოიცავდა მარშრუტს, რომელსაც გაჰყვა ორი მამაკაცი და ასევე ვიდეო მასალა რომელიც მათ ჩაწერეს კუნძულზე საზღვაო ძალების ობიექტებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ორმა მამაკაცმა მოგზაურობა სტამბოლიდან ხუთშაბათს, 14 სექტემბერს დაიწყო. ისინი გადავიდნენ სმირნაში, იქიდან კი კუნძულ ხიოზე და შემდეგ პირეას პორტში. ორივე მათგანი კანონიერი დოკუმენტაციით გადაადგილდებოდა.

პირეადან ისინი კუნძულ პოროსზე ჩავიდნენ პარასკევს, 15 სექტემბერს, სადაც დაბინავდნენ სასტუმროში, ხოლო მომდევნო დღეს მიუახლოვდნენ სამხედრო ობიექტებს და გაუშვეს დრონი.

დრონის ფრენა დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. მამაკაცები საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა შენიშნეს, რომლებმაც შეატყობინეს ხელისუფლებას.

დრონის გაშვების შემდეგ მამაკაცებმა მოამზადეს ბარგი და მოტოციკლეტებით გაემართნენ ნავპლიოში, სადაც ერთი ღამე გაათიეს. მეორე დღეს კი მონემვასიაში გაემგზავრნენ. სწორედ იქ შენიშნეს ისინი პოლიციის თანამშრომლებმა და დააკავეს.

კომპეტენტური წყაროების ინფორმაციის თანახმად,  ორივე მამაკაცი მონემვასიის შემდეგ აპირებდა პარგისა და ალექსანდრუპოლის მონახულებას და კონსტანტინოპოლში დაბრუნებას 27 სექტემბერს. მათ დაკავებისას დრონი, მობილური ტელეფონები  და მყარი დისკი ჩამოართვეს.

საქმეს ეროვნული დაზვერვის სამსახური იძიებს. მისი თანამშრომლები ორ სცენარს განიხილავენ: პირველი ვერსიით, ორივე მამაკაცი საბერძნეთის ტერიტორიაზე როგორც ტურისტი, შვებულების გასატარებლად შევიდა და უბრალოდ სურდათ გადაეღოთ რამდენიმე ფოტო ყოველგვარი ბნელი განზრახვის გარეშე. მეორე ვერსიით, ისინი არიან ჯაშუშები, რომლებიც ახორციელებდნენ კონკრეტულ გეგმას, რაც მათ მიერ ჩაწერილი მასალებიდან ჩანს.

ორივე დაკავებული ახსნა- განმარტების მისაცემად გამომძიებელთან გადაიყვანეს. ისინი არ აღიარებენ წარდგენილ ბრალს და ამტკიცებენ, რომ საბერძნეთის ტერიტორიაზე მხოლოდ დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *