Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

10 აგვისტოდან პროგრამაზე “ტურიზმი ყველასთვის” რეგისტრაცია ნებისმიერი ΑΦΜ-ის დაბოლოებით იქნება შესაძლებელი

10 აგვისტოდან პროგრამაზე “ტურიზმი ყველასთვის” რეგისტრაცია ნებისმიერი ΑΦΜ-ის დაბოლოებით იქნება შესაძლებელი

საბერძნეთში ტურიზმის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამა „ტურიზმი ყველასთვის“ 5 აგვისტოდან ოფიციალურად დაიწყო. განაცხადების მიღება ეტაპობრივად განხორციელდა საგადასახადო ნომრის (ΑΦΜ) ბოლო ციფრის მიხედვით.

განაცხადების გრაფიკი:

  • 5 აგვისტო – ΑΦΜ, რომელიც მთავრდება 1 ან 2-ზე;
  • 6 აგვისტო – 3 და 4;
  • 7 აგვისტო – 5 და 6;
  • 8 აგვისტო – 7 და 8;
  • 9 აგვისტო – 9 და 0.

10-21 აგვისტოს განაცხადის შეტანა უკვე ყველა მსურველს შეეძლება, ხოლო განცხადებების მიღების საბოლოო ვადა 21 აგვისტოს, 23:59 საათია.

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია:

  • ონლაინ, vouchers.gov.gr-ის პლატფორმაზე Taxisnet-ის კოდებით;
  • ან პირადად, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში (ΚΕΠ).

ახალი პროგრამით მნიშვნელოვნად გაფართოვდა შემოსავლის კრიტერიუმები, რის შედეგადაც საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების უფრო დიდი ნაწილი შეძლებს მონაწილეობას.

  • დასაოჯახებელი პირებისთვის მაქსიმალური წლიური შემოსავალი 19 000 ევროდან 21 000 ევრომდე გაიზარდა;
  • ქორწინებაში მყოფი წყვილებისთვის, რომლებსაც შვილი არ ჰყავთ ზღვარი 31 000 ევროდან 33 000 ევრომდე გაიზარდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (67%-ზე მეტი ინვალიდობის სტატუსით) და ოჯახები, რომლებსაც შშმ ბავშვი ჰყავთ, პროგრამაში შემოსავლის კრიტერიუმის გარეშე მიიღებენ მონაწილეობას.

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულები მიიღებენ ციფრულ სადებეტო ბარათს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ქვეყნის ნებისმიერ სასტუმროში ან სხვა განთავსების ობიექტში.

დაფინანსების ოდენობა შეადგენს:

  • 200-300 ევროს – ძირითად კატეგორიაში;
  • 300-400 ევროს – მრავალშვილიანი, მარტოხელა მშობლებისა და პენსიონერებისთვის;
  • 400-600 ევროს – შშმ პირებისა და შშმ ბავშვის მშობლებისთვის.

ოთხი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვის შემთხვევაში ოჯახები დამატებით მიიღებენ 50 ევროს თითოეულ შვილზე, მეოთხე შვილიდან დაწყებული.

პროგრამის პირველი ეტაპი 2027 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება, ხოლო მეორე – 2027 წლის 31 დეკემბრამდე. მეორე ეტაპზე ახალი გათამაშება აღარ ჩატარდება. ბენეფიციარები პირველი ეტაპის სარეზერვო სიიდან შეირჩევიან.

პროგრამის მიზანია საბერძნეთში შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, განსაკუთრებით არასეზონურ პერიოდში. სწორედ ამიტომ, ბიუჯეტის 70% ოქტომბრიდან აპრილამდე დაგეგმილ მოგზაურობებზეა გათვალისწინებული, რათა ტურისტული ნაკადები მთელი წლის განმავლობაში უფრო თანაბრად გადანაწილდეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *