Latest news
საბერძნეთი: თერაპევტი და დიაბედის სპეციალისტი, ევანგელოს ფუსტერისი ჭარბწონიანობის პრობლემაზე საუბრობ... საბერძნეთი: დახურული ბინების გასახსნელად ბენეფიციარების რაოდენობა გაიზრდება ლეროსის 2 სკოლა საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეგროვებული თანხით განახლდება ჯანდაცვის უწყებები დასავლეთ ნილოსის ვირუსის შემთხვევების გასამკლავებლად სრულ მზადყოფნაში არიან ლეზვოს: შუშის ნამსხვრევებზე მოცეკვავე ცხენები  ახალი სასწავლო წლიდან საბერძნეთის დაწყებით სკოლებში ცურვის სავალდებულო გაკვეთილები IV კლასის მოსწავლ... Riviera Tower: საბერძეთის ყველაზე მაღალი საცხოვრებელი ცათამბჯენი საბერძნეთი: მოსალოდნელი რეფორმები უმაღლესი განათლების სფეროში საჭიროებს თუ არა საბერძნეთი სეისმოლოგიურ სადგურებს ათენის სატრანსპორტო კომპანია ΣΤΑ.ΣΥ-მ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კალითეას სადგურზე (ხაზი 1 – ყოფილი ...
კვირა, აგვისტო 9, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

10 აგვისტოდან პროგრამაზე “ტურიზმი ყველასთვის” რეგისტრაცია ნებისმიერი ΑΦΜ-ის დაბოლოებით იქნება შესაძლებელი

10 აგვისტოდან პროგრამაზე “ტურიზმი ყველასთვის” რეგისტრაცია ნებისმიერი ΑΦΜ-ის დაბოლოებით იქნება შესაძლებელი

საბერძნეთში ტურიზმის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამა „ტურიზმი ყველასთვის“ 5 აგვისტოდან ოფიციალურად დაიწყო. განაცხადების მიღება ეტაპობრივად განხორციელდა საგადასახადო ნომრის (ΑΦΜ) ბოლო ციფრის მიხედვით.

განაცხადების გრაფიკი:

  • 5 აგვისტო – ΑΦΜ, რომელიც მთავრდება 1 ან 2-ზე;
  • 6 აგვისტო – 3 და 4;
  • 7 აგვისტო – 5 და 6;
  • 8 აგვისტო – 7 და 8;
  • 9 აგვისტო – 9 და 0.

10-21 აგვისტოს განაცხადის შეტანა უკვე ყველა მსურველს შეეძლება, ხოლო განცხადებების მიღების საბოლოო ვადა 21 აგვისტოს, 23:59 საათია.

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია:

  • ონლაინ, vouchers.gov.gr-ის პლატფორმაზე Taxisnet-ის კოდებით;
  • ან პირადად, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში (ΚΕΠ).

ახალი პროგრამით მნიშვნელოვნად გაფართოვდა შემოსავლის კრიტერიუმები, რის შედეგადაც საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების უფრო დიდი ნაწილი შეძლებს მონაწილეობას.

  • დასაოჯახებელი პირებისთვის მაქსიმალური წლიური შემოსავალი 19 000 ევროდან 21 000 ევრომდე გაიზარდა;
  • ქორწინებაში მყოფი წყვილებისთვის, რომლებსაც შვილი არ ჰყავთ ზღვარი 31 000 ევროდან 33 000 ევრომდე გაიზარდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (67%-ზე მეტი ინვალიდობის სტატუსით) და ოჯახები, რომლებსაც შშმ ბავშვი ჰყავთ, პროგრამაში შემოსავლის კრიტერიუმის გარეშე მიიღებენ მონაწილეობას.

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულები მიიღებენ ციფრულ სადებეტო ბარათს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ქვეყნის ნებისმიერ სასტუმროში ან სხვა განთავსების ობიექტში.

დაფინანსების ოდენობა შეადგენს:

  • 200-300 ევროს – ძირითად კატეგორიაში;
  • 300-400 ევროს – მრავალშვილიანი, მარტოხელა მშობლებისა და პენსიონერებისთვის;
  • 400-600 ევროს – შშმ პირებისა და შშმ ბავშვის მშობლებისთვის.

ოთხი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვის შემთხვევაში ოჯახები დამატებით მიიღებენ 50 ევროს თითოეულ შვილზე, მეოთხე შვილიდან დაწყებული.

პროგრამის პირველი ეტაპი 2027 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება, ხოლო მეორე – 2027 წლის 31 დეკემბრამდე. მეორე ეტაპზე ახალი გათამაშება აღარ ჩატარდება. ბენეფიციარები პირველი ეტაპის სარეზერვო სიიდან შეირჩევიან.

პროგრამის მიზანია საბერძნეთში შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, განსაკუთრებით არასეზონურ პერიოდში. სწორედ ამიტომ, ბიუჯეტის 70% ოქტომბრიდან აპრილამდე დაგეგმილ მოგზაურობებზეა გათვალისწინებული, რათა ტურისტული ნაკადები მთელი წლის განმავლობაში უფრო თანაბრად გადანაწილდეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *