Latest news
კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ ანა კანდარაკი: გვეშინოდეს ექიმების, რომლებიც ყველა განხრის სპეციალისტობას იჩემებენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ჰიპნოთერაპევტ ნასოს კომიანოსს დაკითხავენ საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა
სამშაბათი, სექტემბერი 22, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

1000 ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებენ ქალები, ვინც შვილებს სოფელში გაზრდიან

1000 ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებენ ქალები, ვინც შვილებს სოფელში გაზრდიან

იმ დროს, როდესაც ბერძნული სოფლები იცლება და პატარა სოფლები წლიდან წლამდე მოსახლეობას კარგავენ, სოფელი ოლენი კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რას ნიშნავს დემოგრაფიული კოლაფსი. 2021 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში მოსახლეობის რაოდენობა 410-ს შეადგენდა, თუმცა დღეს მისი რიცხვი 380-ზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის დაბერების ტენდენცია მწვავდება, რადგან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა 60 წელს გადაცილებულია.

მდგომარეობის გამოსასწორებლად, თემის პრეზიდენტმა, ღიორღოს დიმიტროპულოსმა, წამოაყენა ინიციატივა და განაცხადა, რომ ქალები, რომლებსაც შვილები ეყოლებათ, ერთჯერადი 1000 ევროს ოდენობის თანხას მიიღებენ იმ პირობით, რომ მათი შვილები გაიზრდებიან სოფელში და განათლებასაც სოფლის სკოლაში მიიღებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება შემთხვევით არ მიუღიათ. ოლენის საბავშვო ბაღი უკვე დაიხურა, ხოლო დაწყებითი სკოლა კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამჟამად სკოლაში მხოლოდ ცხრა ბავშვი დადის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *