Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

17 წლის თომას გულისამაჩუყებელი ისტორია

17 წლის თომას გულისამაჩუყებელი ისტორია

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების ფარგლებში, ათენის წმინდა არქიეპარქიის საქველმოქმედო ორგანიზაცია „აპოსტოლი“-მ წლევანდელ სოციალურ გზავნილი თომას კორაკასის ისტორიას დაუკავშირა, პატარა ბავშვის, რომელმაც მუსიკის საშუალებით უკეთესი მომავლისკენ მიმავალი გზა იპოვა.

თომას კორაკასი ათენში დაიბადა. მუსიკას მის ოჯახში ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა. გამომდინარე იქიდან, რომ თომას მამა მუსიკოსია, ის ბავშვობიდანვე უშუალო კონტაქტში იყო არაერთ ინსტრუმენტთან და მელოდიასთან. მშობლების მცდელობამ ბავშვობიდანვე ჰქონოდა თომას მჭიდრო ურთიერთობა მუსიკასთან გაამართლა. თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო თომას არ ჰქონდა შესაძლებლობა დასწრებოდა მუსიკის გაკვეთილებს კონსერვატორიაში. 

მესამე კლასიდან თომამ საქველმოქმედო ორგანიზაციის “აპოსტოლი”-ს ბავშვთა შემოქმედებითი აქტივობების ცენტრში მუსიკის უფასო გაკვეთილებზე დასწრება დაიწყო. სწორედ ამ გაკვეთილების შედეგად დაადგა თომასი სტაბილურ გზას მუსიკოსობისჯენ და ახლა უკვე 17 წლის ასაკში El Sistema Greece-ის ორკესტრის ერთ-ერთი გამორჩეული ვიოლინისტია.

მისი ისტორია ათენის წმინდა არქიეპარქიის საქველმოქმედო ორგანიზაციის წლევანდელი მთავარი სააღდგომო სოციალური გზავნილია, რომელიც ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს არსებითი მხარდაჭერა ბავშვის ცხოვრებაში. რადგან სოციალური მომსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილებით. სოციალური მხარდაჭერა ღირებულებას მაშინ იძებს, როცა განვითარებას, პერსპექტივების გახსნასა და ღირებული თვისებების ჩანერგვას უდებს საფუძველს ადამიანში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *