Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

15 აგვისტოს საბერძნეთის რეგიონებში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია – გამოცხადდა წითელი კოდი

15 აგვისტოს საბერძნეთის რეგიონებში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია – გამოცხადდა წითელი კოდი

საბერძნეთში, 15 აგვისტოს, ძლიერი ქარის გამო ტყის ხანძრების გაჩენისა და გავრცელების საფრთხე მნიშვნელოვნად გაიზრდება. სამოქალაქო დაცვის სამსახურმა რამდენიმე რეგიონში Red Code, ანუ უმაღლესი მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადა.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ატიკის რეგიონს, კუნძული კითირას ჩათვლით, ასევე პელოპონისის რეგიონში მდებარე კორინთიის, არღოლიდასა და ლაკონიის ოლქებს.

მაღალი მზადყოფნის რეჟიმში იქნება დასავლეთ საბერძნეთის ახაიისა და ილიას რეგიონები, ცენტრალური საბერძნეთის ვიოტიის, ფთიოტიდისა და ევიას ოლქები, მათ შორის სკიროსის კუნძული, ასევე თესალიის სპორადების რეგიონი.

Red Code ასევე გავრცელდება ჩრდილოეთ ეგეოსის, სამხრეთ ეგეოსისა და კრეტის რეგიონებზე. ცენტრალურ მაკედონიაში განსაკუთრებული მზადყოფნა გამოცხადებულია ხალკიდიკისა და ათონის მთის ტერიტორიებზე.

აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიში მაღალი ხანძარსაშიშროების ზონაში შედის კავალა, თასოსი, ქსანთი, როდოპი და ევროსი, მათ შორის სამოთრაკის კუნძული.

სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიებზე ხანძრის საშიშროება შეფასებულია მე-4 კატეგორიად, ძალიან მაღალ საფრთხედ.

Red Code-ის რეჟიმი გულისხმობს სახელმწიფო მექანიზმების სრულ მობილიზებას, დამატებითი ადამიანური რესურსის, ტექნიკისა და საჭირო საშუალებების მზადყოფნაში მოყვანას. პარალელურად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონულ ხელისუფლებას დაევალა საგანგებო საკოორდინაციო ორგანოების დაუყოვნებლივ შეკრება და ტყის ხანძრების პრევენციისა და შესაძლო შედეგების მართვისთვის საჭირო ზომების მიღება.

ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, 15 აგვისტოს განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ და მოერიდონ ისეთ ქმედებებს, რომლებმაც შესაძლოა ხანძრის გაჩენა გამოიწვიოს. ძლიერი ქარის პირობებში ცეცხლი შესაძლოა ძალიან სწრაფად გავრცელდეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *