17 მარტიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
17 მარტიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
წვიმა, ქარიშხალი და ცუდი ამინდი მარტის თვეში მოულოდნელ ცვლილებას არავისთვის წარმოადგენს.
ხვალიდან, 17 მარტიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი ქვეყნის უმეტეს ნაწილში.
მეტეოროლოგი თოდორის კოლიდასი აცხადებს, რომ ატმოსფეროში დაგროვილი ნალექის შედეგად ადგილობრივი წვიმებია მოსალოდნელი ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში, ხოლო მომდევნო დღეებში კი აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკშიც გაწვიმდება. დაუბერავენ 4-6 ბოფორი სიმძლავრის ქარები, ხოლო იონიის ზღვის კუნძულებზე 7-8 ბოფორი სიმძლავრის ქარები. ტემპერატურა სრულიად ქვეყნის მასშტაბით 18 გრადუსს არ გადააჭარბებს.
საბერძნეთის მეტეოროლოგიური სადგურის მიერ გავრცელებული ინფორამციის თანახმად 19 და 20 მარტს არის ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება მოსალოდნელი. უამინდობის ფენომენი სათავეს იონიის ზღვიდან აიღებს და აღმოსავლეთის მიმართულებით დაიძვრება. სწორედ ამ ორ დღეს არის მოსალოდნელი ინტენსიური მოვლენები, ქარიშხალი, ხანგრძლივი წვიმა, რაც შესაძლოა წყალდიდობის გამომწვევი მიზეზიც გახდეს.
