Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
შაბათი, მაისი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

28 თებერვალს საყოველთაო გაფიცვა იგეგმება

28 თებერვალს საყოველთაო გაფიცვა იგეგმება

პარასკევს, 28 თებერვალს გაიფიცება სრულიად საბერძნეთი ტემბში 2 წლის წინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გაფიცვის თარიღი საბერძნეთის კერძო მუშაკთა გენერალური კავშირისა და საჯარო მოხელეთა გაერთიანების საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინდა.

გაფიცვის მთავარი მოთხოვნებია:

  • საბოლოოდ ამოქმედდეს კანონის უზენაესობა
  • აღმოიფხვრას დამნაშავეებზე ხელის დაფარების ყველანაირი მცდელობა
  • დაისაჯოს ტრაგედიაზე პასუხისმგებელი ყველა პირი, განურჩევლად მათი თანამდებობისა

გაფიცვას შეუერთდება საბერძნეთის საზღვაო ფედერაცია, შესაბამისად პარასკევს გემები არ შეასრულებენ დაგეგმილ მარშრუტებს, ტაქსის მძღოლები შეწყვეტენ მუშაობას დილის 10:00 საათიდან შუადღის 13:00 საათამდე. გაფიცვას ასევე შეუერთდება საბერძნეთის საავიაციო სამსახური და შესრულდება მხოლოდ კონკრეტული ფრენები.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გაფიცვასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალურად განცხადება არ გაკეთებულა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებს სასწრაფო დახმარების თანამშრომლების კავშირიც.

დაიკეტება თეატრები და ღამის კლუბებიც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *