Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

4 სახელი, 4 მოკლული ქალი – protothema უმოწყალოდ მოკლული ქალების დედებს ესაუბრა

4 სახელი, 4 მოკლული ქალი – protothema უმოწყალოდ მოკლული ქალების დედებს ესაუბრა

დორა, ღარიფალია, სოფია და ერატო. ეს არა 4 უბრალო სახელი, არამედ 4 წართმეული სიცოცხლეა, რომლებმაც ამქვეყნად სამუდამო მწუხარებისთვის განწირული ოჯახისწევრები დატოვეს.

protothema.gr-ი უმოწყალოდ მოკლული ქალების დედებს ესაუბრა, რომლებიც ცხოვრებას იძულებით აგრძელებენ. დორას, ღარიფალიას, სოფიასა და ერატოს სიკვდილი შემთხვევითობა არ ყოფილა. არცერთი მათგანი არ მოხვედრილა არასწორ ადგილას არასწორ დროს. მათ სიცოცხლე კაცებმა წაართვეს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ეკუთვნოდათ როგორც მათი სხეული, ასევე სიცოცხლე, თავისუფალი არჩევანი და არსებობაც კი. 

მოკლული ქალების დედებმა დაიწყეს საუბარი არა იმიტომ, რომ ვინმეს გული აუჩუყონ, არამედ იმიტომ რომ აღარ შეუძლიათ დუმილი. ინტერვიუში აღწერენ ყოველდღიურობას სადაც ნივთებსაც კი შეუძლიათ საუბარი: საათი, სუნამო, კაბა, ფოტოსურათი, რომელიც მათ გარდაცვლილ შვილებს ეკუთვნოდათ. ისაუბრეს ბავშებზე, რომლებსაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა აწუხებთ, რომლებსაც დედები სჭირდებთ. ისაუბრეს სახლებზე, რომლებიც არ დანგრეულა, თუმცა დაცარიელდა. ისაუბრეს სახელმწიფოზე, რომელიც არ დგას მოქალაქის გვერდით. ტოლერანტობაზე, რომელიც არ არსებობს. დამნაშავეთა ოჯახების უპასუხისმგებლობაზე, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებებს ასაჩივრებენ. და ბოლოს, ისაუბრეს ძალადობის ციკლზე, რომელიც არა მკვლელობით, არამედ გადარჩენილთა თვითგადარჩენისთვის ბრძოლით სრულდება.

ფემიციდი არა იდეოლოგია, არამედ მწარე რეალობის ამსახველი ტერმინია. აღწერს მოტივს და ძალადობას, რომელსაც ქალების მიმართ ყოველდღიურად ავლენენ. რაც უფრო მეტად აყენებს საზოგადოება ამ ტერმინს ეჭვქვეშ, მით უფრო მეტად უხილავი რჩება ტკივილი. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *