Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ლუცა: ივარაუდება, რომ მძღოლი ნასვამი იყო – აცხადებს 24 წლის ბიჭის ბიძა

ლუცა: ივარაუდება, რომ მძღოლი ნასვამი იყო – აცხადებს 24 წლის ბიჭის ბიძა

გულის ამაჩუყებელია 24 წლის ბიჭის ბიძის განცხადება, რომლის სიცოცხლეც 29 ნოემბერს ღამით ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა:

“ახალი გაჩერებული ჰყავდათ მანქანა და გადმოდიოდნენ, ნივთებიც გადმოჰქონდათ რომ სახლში ამოეტანათ. ამ დროს გამოქანდა მანქანა ელვის სისწრაფით და დაეჯახა გაჩერებულ მანქანას. შეჯახების მომენტში მხოლოდ ჩემი და იყო ძაღლთან ერთად მანქანაში. ჩემი დისშვილი მანქანის გვერდით იდგა, ხოლო მეორე დისშვილი, რომლის სიცოცხლეც საბედისწერო შეჯახებამ იმსხვერპლა თავის პარტნიორთან ერთად საბარგულიდან ნივთებს იღებდა. პირველი ვინც სახლიდან გამოიქცა დედაჩემი იყო. ჩემი დისშვილი ავიდა რომ დაეძახა მისთვის და როცა უკან დაბრუნდა დედამისი, თავისი ძმა და მისი შეყვარებული უგონო მდგომარეობაში დაინახა. როგორც მივხვდი მძღოლი ნასვამი იყო.” 

ავარიის ღამეს იანნის პოლიტოპულოსი ათენში იმყოფებოდა და იმავე წუთს დაბრუნდა ლუცაში, როცა უბედური შემთხვევის შესახებ შეატყობინეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *