Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

7 სექტემბრიდან ათენში ტრამვაის გადაადგილების ახალი გრაფიკი ამოქმედდება

7 სექტემბრიდან ათენში ტრამვაის გადაადგილების ახალი გრაფიკი ამოქმედდება

ათენში ტრამვაის მგზავრებისთვის 7 სექტემბრიდან ახალი, გახშირებული გრაფიკი ამოქმედდება. გაიზრდება როგორც მოძრავი შემადგენლობების, ისე რეისების რაოდენობა, რაც პიკის საათებში ლოდინის დროს შეამცირებს.

ხაზი 6 – „სინდაღმა–პიკროდაფნი“:
დილის პიკის საათებში (07:30–10:30) დაემატება ორი ტრამვაი და მათი რაოდენობა 10-დან 12-მდე გაიზრდება. ინტერვალი 9 წუთიდან 7 წუთსა და 30 წამამდე შემცირდება. საღამოს პიკის საათებში (15:30–18:30) იმოძრავებს 11 ტრამვაი და ინტერვალი 9 წუთიდან 8 წუთსა და 10 წამამდე შემცირდება. ყოველდღიური რეისების რაოდენობა 232-დან 244-მდე გაიზრდება.

ხაზი 7 —  დაემატება ორი ტრამვაი. დილისა და საღამოს პიკის საათებში საშუალო ინტერვალი 12 წუთიდან 9 წუთსა და 50 წამამდე შემცირდება. ყოველდღიური რეისების რაოდენობა 189-დან 205-მდე გაიზრდება.

საერთო ჯამში, ქსელში ერთდროულად მოძრავი ტრამვაების რაოდენობა 23-დან 27-მდე გაიზრდება. დამატებით გათვალისწინებულია ორი სარეზერვო ტრამვაი და ერთი ტექნიკურ მომსახურებაში მყოფი შემადგენლობა, რათა შეფერხებების შემთხვევაში საჭირო რესურსი არსებობდეს.

ცვლილებებს თან ახლავს ახალი მძღოლების დამატების გეგმაც, რაც გაძლიერებული გრაფიკის სრულად ამოქმედებას შეუწყობს ხელს.

ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ცვლილებების მიზანია ათენის ტრამვაის სისტემის უფრო სწრაფ, საიმედო და კომფორტულ სატრანსპორტო საშუალებად ქცევა. ყოველდღიურად ტრამვაით დაახლოებით 55 000 მგზავრი სარგებლობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *