Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ხანძარი:ახალი კერები ატიკაში – ბრძოლა პარნითაში ცეცხლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად

უკვე მესამე დღეა საბერძნეთის ცეცხლოვან კერებთან ბრძოლა მიმდინარეობს. ხანძარი გრძელდება დასავლეთ ატიკსა და ლუტრაკში, ხანძარი მძვინვარებს ასევე როდოსში.

დილის 11:30 საათამდე “112”-დან კანდილსა და კატადრომონის გამზირზე მეგარაში ევაკუაციისთვის შეტყობინება გაიგზავნა. სქელმა კვამლმა მოიცვა პერამოც.

სერიოზულად დაზარალდა პლატონის, ანო ლუტროპირგოსა და ნეა პერამუ მეგარონის  დასახლებები (ნაციონალური გზატკეცილის ზემოთ). პროვინციული გზა, რომელიც აკავშირებს ნ. პერამოს მანდრასთან, დაკეტილი რჩება.  ადგილზე მუშაობენ სახანძრო ძალები, მათ შორის მოხალისეები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ჩრდილო-დასავლეთით სურათი უფრო რთულია, განსაკუთრებით აგია სოტირაში, სტეფანსა და ინოიში, სადაც გამწვავებები უწყვეტია. თუმცა ცეცხლი დასახლებულ პუნქტებამდე.არ მისულა. პარალელურად, მეხანძრეები იბრძვიან, რომ ცეცხლი არ გავრცელდეს პარნითაში.

ატიკაში ამ დროისთვის 250 მეხანძრე-მაშველი 8 ჯგუფით, საფეხმავლო ჯგუფთან და 75 მანქანასთან ერთად მუშაობს, ხოლო შემთხვევის ადგილზე 34 რუმინელი მეხანძრე 6 მანქანით არის მობილიზებული. ჰაერიდან 9 თვითმფრინავი და 11 შვეულმფრენი, რომელთაგან ორი კოორდინატორია, წყლის უწყვეტ ვარდნას ახორციელებს.

პოლიციის შტაბმა გაავრცელა განცხადება, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ფართო ოპერაციული დაგეგმვის კონტექსტში, მოქალაქეების ფიზიკური მთლიანობის უზრუნველსაყოფად, გამოიყენება გადაადგილების აკრძალვა, გარდა  გადაუდებელი აუცილებლობისა. ნებადართულია სახანძრო ბრიგადების და სასწრაფო დახმარების მანქანების შეუფერხებელი მოძრაობა.

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს არსებული ხანძრის მაღალი რისკის გამო, მოერიდონ ყოველგვარ მოძრაობას, გადაკვეთას ან გაჩერებას ხანძრის ზონებში  ეროვნულ ტყეებში და კორომებში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *