Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

დამნაშავეთა ჯგუფი ქმნიდა ყალბ ხელოვნების ნიმუშებს და ყიდიდა საზღვარგარეთ სოლიდურ ფასად

საბერძნეთის პოლიციამ გამოავლინა დამნაშავეთა ხუთწევრიანი ჯგუფი, რომლებიც ყალბ ნახატებს ყიდიდნენ საზღვარგარეთ.

ყველაფერი მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც პოლიციამდე მიაღწია ინფორმაციამ ბანდის შესახებ, რომლის მიერ ყალბი ნახატების ვაჭრობით მიღებულმა შემოსავალმა 12 მილიონ ევროს მიაღწია.

ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა 18 ნახატი,  ხელოვნების ნიმუშების “დასაძველებელი” ორი ღუმელი  და რიგი ბეჭდები და დოკუმენტები , რომელთა საერთო ფინანსური ღირებულება აღემატება 6 000 000 ევროს.

ატიკაში აღმოჩენილ ნახატებზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ ისინი მთლიანად გაყალბებული იყო იმ მხატვრების მხატვრული ხელწერის იმიტაციით, რომლებსაც ნახატები მიეწერებოდათ, ხოლო ნახატებზე ასევე დატანილი იყო გაყალბებული ხელმოწერები იმ მხატვრებისა, რომლებსაც ნახატებს მიაწერდნენ.

შემდგომი გამოძიებიდან გაირკვა, რომ დამნაშავეობრივი დაჯგუფება შეიქმნა და მოქმედებს სულ მცირე, 2014 წლიდან.

რაც შეეხება მოქმედების მეთოდს, ისინი იყენებდნენ კონკრეტულ მეთოდოლოგიას, კერძოდ:

– შეძენილი იქნა საჭირო მასალები (ძველი სტილის ქაღალდი, ნამუშევრების დაძველების მანქანები, შტამპები) ყალბი ნახატების შესაქმნელად.

– ნამუშევრების ავთენტურობის დასადასტურებლად, მათ გააყალბეს შესაბამისი შემქმნელის ხელმოწერა.

– ისინი დაუკავშირდნენ აუქციონის სახლებს საზღვარგარეთ, შეცდომაში შეიყვანეს ნახატების ავთენტურობის შესახებ იმის მტკიცებით, რომ ისინი წინა საუკუნის ნახატების კოლექციონერებისგან ან პოლიტიკური ფიგურებისგან შეიძინეს.

– საერთაშორისო ქსელის მეშვეობით, რომელიც მათ შექმნეს თავიანთი “პროდუქციის” პოპულარიზაციისთვის, მათ განათავსეს ნახატები ონლაინ აუქციონებსა და კატალოგებში,

– ნამუშევრები ხის ყუთებში ჩაალაგეს და სატრანსპორტო კომპანიის (საჰაერო ტრანსპორტის) მეშვეობით გააგზავნეს საზღვარგარეთ გაყიდვის დასასრულებლად.

დამახასიათებელია, რომ ორგანიზაციის სამ ძირითად წევრს (35 წლის, 61 წლის და 69 წლის), საბანკო ანგარიშებზე ჰქონდათ მნიშვნელოვანი თანხები, თუმცა ისინი არ ავლენენ რაიმე პროფესიულ და ბიზნეს საქმიანობას.

ამოღებული ნახატების ავთენტურობა შემოწმდება, ხოლო მომხდარზე ინფორმირებულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ორგანიზაცია (O.P.I.), ვიზუალური ნამუშევრებისა და აპლიკაციების კოლექტიური მართვის ორგანიზაცია და კულტურის სამინისტრო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *