Latest news
სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი კამატერო: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 36 წლის ქალი მძიმედ დაშავდა სურსათის უვნებლობისთვის აუცილებელია სამაცივრე ჯაჭვის უწყვეტობის დაცვა  1973 წელს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ტანკის მიერ დანგრეული ჭიშკარი ისტორიულ ძეგლად გამოცხადდა პატრა: 4 თვის ჩვილი რეანიმაციაში მოხვდა, რადგან მშობლები მას სისტემატურად არ კვებავდნენ თაღლითური SMS-შეტყობინებები საგზაო ჯარიმების სახელით  გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევები მატულობს 
კვირა, ნოემბერი 15, 2026
საბერძნეთიUncategorized

პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი

პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი

ქალაქ პატრაში 4 თვის ჩვილის საქმეზე, დღეს ბავშვის მშობლები გამომძიებლის წინაშე წარდგებიან. 21 წლის მამასა და 26 წლის დედას ბრალი ედებათ უმოქმედობით, თანამონაწილეობით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში.

გამოძიების ინფორმაციით, მშობლები ბავშვს არ კვებავდნენ, რის შედეგადაც ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

შემთხვევა 11 ნოემბერს გამოვლინდა, როდესაც 4 თვის ბიჭი პატრას კარამანდანიოს სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ექიმებმა მას არასრულფასოვანი კვების შედეგად სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაქვეითებით გამოწვეული კომა დაუდგინეს. ბავშვს ასევე აღენიშნებოდა ქვედა კიდურების დაზიანებები. ამ ეტაპზე მოწმდება ვერსია, რომ ზოგიერთი ჭრილობა შესაძლოა მღრღნელების ნაკბენით იყოს გამოწვეული.

ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო ჩვილი რიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მისი ინტუბაცია გახდა საჭირო. გამოძიების შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბავშვის მძიმე მდგომარეობა საკვების სისტემატურ მიუწოდებლობას უკავშირდებოდა. 12 ნოემბერს ორივე მშობელი დააკავეს. მათ ბრალი ედებათ უმოქმედობით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ოჯახში ძალადობაში.

მშობლები ბრალდებებს უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ჩვილს კვებავდნენ. 

ინტენსიური მკურნალობის შედეგად ჩვილის მდგომარეობა დასტაბილურდა, ბავშვი აპარატიდან მოხსნეს და რეანიმაციული განყოფილებიდან გაწერეს. ამჟამად იგი კვლავ პატრას ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას.

საქმის დამატებითი გარემოებების დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც უნდა შეაფასოს ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები და მათი წარმოშობის მიზეზები.

დღეს 21 წლის მამა და 26 წლის დედა გამომძიებლის წინაშე წარდგებიან და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით განმარტებებს მისცემენ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *