კრეტა: 84 წლის მამაკაცი ყოფილ მეუღლეს მოკვლით ემუქრებოდა
მკვლელობის მცდელობისთვის სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 84 წლის მამაკაცის წინააღმდეგ, რომელიც დაშორებულ ცოლს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა.
შემთხვევა კრეტაზე, ირაკლიოში, პარასკევს (3/11) მოხდა, როცა მოხუცმა ყოფილი ცოლის სახლს გარეთ მის მიმართ იარაღის მუქარით და ხმამაღალი შეძახილებით დებოში მოაწყო და მისი მოკვლით იმუქრებოდა.
გავრცელებული ცნობით, მათმა 35 წლის ვაჟმა ქალის ყვირილი გაიგო და ახლოს მისულმა შეძლო მამისთვის იარაღი ჩამოერთმია.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მოხუცი დააკავა.
Facebook Comments Box
