Latest news
საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ - რას წერს პრესას 89 წ... მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება
ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი “მზადაა” მონაწილეობა მიიღოს ღაზას დახმარების საზღვაო დერეფანში

საბერძნეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს საზღვაო დერეფანში, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას შესთავაზებს ღაზას ალყაში მოქცეულ მოსახლეობას, განაცხადა ხუთშაბათს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.

საბერძნეთის პრემიერმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღაზას სექტორის დახმარების საერთაშორისო კონფერენციაში.

„საბერძნეთი, კვიპროსთან ერთად, არის ქვეყანა უახლოეს სამეზობლოში და ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში” – განუცხადა მან დასავლეთისა და არაბული ქვეყნების წარმომადგენლებს, გაეროს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც შეიკრიბნენ პარიზში.

„კვიპროსთან ჩვენ ფართოდ განვიხილეთ ჩვენი წვლილი საზღვაო დერეფნის იდეაში, ჩვენ ვუჭერთ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ხრისტოდულიდის ინიციატივას ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების მოცულობის გაზრდის შესახებ, რაც მხოლოდ გემებით არის შესაძლებელი. კვიპროსის წინადადება კარგად არის გააზრებული. ვფიქრობ, ყველაზე რთული ასპექტია სამხრეთ ღაზაში სათანადო სადესანტო ზონის იდენტიფიცირება საჭირო პორტის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და, რა თქმა უნდა, მარშრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც საჭიროებს ყველა მონაწილე მხარის თანამშრომლობას.

თუ ეს წინაპირობები დაკმაყოფილდება, საბერძნეთი მზად იქნება უზრუნველყოს საზღვაო აქტივები ამ პროექტის დასახმარებლად და მოიძიოს ყველა ჩართული აქტორი, რათა დაგვეხმარონ შესაძლო ლოჯისტიკაში, განსაკუთრებით ისინი, ვინც ტერიტორიის გეოგრაფია უფრო დეტალურად იცის.”-განაცხადა პრემიერმა.
საბერძნეთმა ორშაბათს ღაზაში ჰუმანითარული დახმარების პირველი ტვირთი გაგზავნა C-130 სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით. თვითმფრინავი დატვირთული იყო აუცილებელი მარაგით, მათ შორის საკვებით, სასმელი წყლით და მედიკამენტებით და დაურიგდებათ ღაზას უიარაღო მოქალაქეებს.

მანამდე Politico-ს Power Play-სთან ინტერვიუში მიცოტაკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს უფლება აქვს დაიცვას თავი ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული დამანგრეველი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, მაგრამ მისი სამხედრო პასუხის აგრესიულობის დონე პროპორციული უნდა იყოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, რეალურად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აკეთებს ის ამას. რადგან ისრაელი აგრძელებს ამ ძალიან აგრესიულ სამხედრო კამპანიას, დიახ, გაიზრდება შეშფოთება ისრაელის პასუხის პროპორციულობის შესახებ,” – განაცხადა მან.

მის სიტყვებს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც გახსნა ღაზას დახმარების კონფერენცია მოწოდებით, რომ ისრაელმა დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები ჰამასთან ბრძოლაში, რომ “ყველა სიცოცხლეს აქვს თანაბარი ღირებულება” და რომ ტერორიზმთან ბრძოლა “არასოდეს განხორციელდება წესების გარეშე”.

1,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა – ანუ ღაზას მოსახლეობის დაახლოებით 70%-მა – დატოვა სახლები და დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარია საჭირო პალესტინის რაიონებში კრიზისის საპასუხოდ.

ომის დაწყებიდან 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელში, ჰამასის ბოევიკების შეჭრის დროს. მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. ისრაელი ამბობს, რომ მისი 32 ჯარისკაცი დაიღუპა ღაზაში სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ და პალესტინელი მებრძოლები აგრძელებენ ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას ყოველდღიურად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *