Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
ბუნებრივი მოვლენებიმსოფლიო

ჰავაიზე ტბა ვარდისფრად შეიღება- რას იკვლევენ მეცნიერები

ჰავაიზე, ველური ბუნების ნაკრძალში მდებარე ტბა ვარდისფრად შეიღება. მეცნიერების აზრით ამ უჩვეულო მოვლენის მიზეზი „ჰალობაქტერიებია“, რომლებიც გვალვის გამო მარილის უჩვეულოდ მაღალი კონცენტრაციის მქონე წყლებში იზრდება.

მაუის კეალიას ეროვნული ნაკრძალის ტბაში წყლის ფერის ცვლილებას მეცნიერები 30 ოქტომბრიდან აკვირდებიან.

როგორც ნაკრძალის მენეჯერმა, ბრეტ ვოლფმა აღნიშნა, მას ტბის გასწვრივ მოსეირნე მოქალაქემ აცნობა, რომ “იქ რაღაც უცნაური ხდებოდა”. ვოლფი შეშფოთებული იყო და თვლიდა, რომ ვარდისფერი შეფერილობა ტბაში ჭარბი წყალმცენარეების მანიშნებელია, თუმცა ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ცვლილებაზე “პასუხისმგებელია” ორგანიზმი, რომელსაც ჰალობაქტერია ჰქვია.

Guardian-ის თანახმად, ჰალობაქტერიები არის ერთუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებიც საზრდოობენ წყალში მარილის მაღალი კონცენტრაციით, რის გამოც ისინი განიხილება “ექსტრემოფილებად” – ეს არის ორგანიზმები, რომლებსაც ცოცხალი ორგანიზმების უმეტესობისგან განსხვავებით,  ექსტრემალურ პირობებშიც შეუძლიათ არსებობა.

კეალიას ტბაში მარილიანობა ამჟამად ორჯერ აღემატება ზღვის წყალს. ამავე ინფორმაციით, ამ მოვლენის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ მაუის გვალვა იყო. წვიმამ, რომელიც შეამცირებს წყლის მარილიანობის დონეს, შეიძლება დაუბრუნოს მას ნორმალური ფერი, თქვა ვოლფმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში ნაკრძალში ტბის ასეთი შეფერილობა არავის შეუმჩნევია, თუმცა გვალვისა და წყლის მარილიანობის მომატებული შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა.

ვიდეო:

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *