Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
ემიგრაციასაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთმა ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი საემიგრაციო დაფინანსება მიიღო

ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის საიმიგრაციო კრიზისთან საბრძოლველად საგანგებო დაფინანსება გამოეყო, რომელიც 2023 წლისთვის 258,9 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ თანხიდან საბერძნეთი უზრუნველყოფილი იქნა საიმიგრაციო დაფინანსებით 42.4 მილიონი ევროს ოდენიბით, ორი პირობით, რომლებიც წარდგენილი და დამტკიცებულია:

ა) ოპტიკური ბოჭკოვანი გამტარების და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება სასაზღვრო სადგურებს შორის მონაცემთა გაცვლის გასაუმჯობესებლად.

ბ) მინდობით აღზრდა, ოჯახისა და საზოგადოების მოვლა და ნახევრად დამოუკიდებელი ცხოვრების მოწყობა მოზარდებისთვის.

საბერძნეთმა მიიღო ყველაზე მეტი დაფინანსება ყველა სხვა წევრ სახელმწიფოს შორის. ქვეყნების მიხედვით დაყოფა ასეთია:

საბერძნეთი: 42,4 მილიონი ევრო. ბულგარეთი: 37,3 მილიონი ევრო. ლატვია: 33,4 მილიონი ევრო. ხორვატია: 29,9 მილიონი ევრო. იტალია: 28,8 მილიონი ევრო. კვიპროსი: 23,03 მილიონი ევრო. ლიტვა: 19 მილიონი ევრო. უნგრეთი: 17,3 მილიონი ევრო. ესპანეთი: 9,57 მილიონი ევრო. პოლონეთი: 7,85 მილიონი ევრო. სლოვაკეთი: 5,2 მილიონი ევრო. ბელგია: 5,08 მილიონი ევრო.

დაფინანსება მოხმარდება ევროკავშირის საზღვრების გაძლიერებას და არასრულწლოვანი მიგრანტების დაცვას.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *