Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
პოლიტიკასაბერძნეთი

7 დეკემბერს ათენში მიცოტაკის და ერდოღანის შეხვედრა დაიგეგმა

7 დეკემბერს ათენში საბერძნეთის პრემიერ მინისტრის კირიაკოს მიცოტაკის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართება. მოსალოდნელია, რომ 7 დეკემბრის შეხვედრა ორ მეზობელს შორის ურთიერთობების ბოლო დათბობაზე იქნება აგებული.

ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, მიცოტაკიმ განაცხადა,რომ საბერძნეთი და თურქეთი შეთანხმდნენ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის საგზაო რუკაზე, რათა ხელი შეუწყონ პოზიტიურ დღის წესრიგს და არ დაუშვან ის სირთულეები, რაც გამოიწვევს სამხედრო დაპირისპირებას.

პრემიერმა აშკარა ხაზგასმით აღნიშნა: ”მე სრულიად არ ვეთანხმები რეჯეფ ტაიფ ერდოღანის კომენტარებს ჰამასის შესახებ, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ არ მივესალმო მას საბერძნეთში ერთ თვეზე ნაკლებ დროში, როდესაც განვიხილავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს”.
ორი ლიდერის შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოყვა საბერძნეთსა და თურქეთს შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებებზე მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც გაიმართა ორშაბათს ანკარაში, სამ წელზე მეტი ხნის შესვენების შემდეგ.

ორივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ, ისევე როგორც სამოქალაქო ოფიციალურმა პირებმა, ყურადღება გაამახვილეს ეგეოსის ზღვის რეგიონში განსახორციელებელ გადამწყვეტ ზომებზე, რაც დიდი ხანია კამათის მიზეზი იყო.

განხილულ მთავარ საკითხებს შორის იყო სამხედრო გემებს შორის უსაფრთხოების მანძილის დაწესება, საბრძოლო თვითმფრინავების მიერ დაბალ სიმაღლეზე ფრენების და სამხედრო და საზღვაო გემების მიერ საშიში მანევრების განხორციელების თავიდან აცილება.

ასევე ცნობილი გახდა პირდაპირი საკომუნიკაციო ხაზის შექმნის გეგმის შესახებ ესკიშეჰირისა და ლარისას შტაბ-ბინებს შორის, რათა თავიდან აიცილონ თვითმფრინავების არასწორი იდენტიფიკაცია ფრენების დროს და ინციდენტები გამანადგურებელ თვითმფრინავებს შორის.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *