Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

“ძალიან ვნანობ”-ამბობს გოგონა, რომელმაც ეჭვიანობის გამო მეგობრის სახლი დაწვა

19 წლის გოგონა, რომელმაც 2021 წელს ცეცხლი წაუკიდა მეგობრის სახლს იმის გამო, რომ მეგობარს მის პარტნიორთან ერთად ეძინა, ამბობს, რომ ნანობს თავის საქციელს.

ინციდენტი 2021 წლის ივლისში, პევკოხორში მოხდა. დამნაშავე, რომელიც იმ დროს 17 წლის იყო, თავის მსხვერპლთან ერთად ღამე გასართობად იყო გასული.

როგორც ჩანს, ჯგუფმა დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო და დასასრულს  არასრულწლოვნი დამნაშავის პარტნიორი მისსავე მეგობართან (დაქალთან) ერთად გაუჩინარდა. მეგობრის ამ ნაბიჯმა 17 წლის მოზარდი ძალიან გააბრაზა და სხვა თანმხლებ 19 წლის ახალგაზრდასთან ერთად მის სახლში წავიდა მასთან დასაპირისპირებლად.

როდესაც დარწმუნდნენ, რომ წყვილი ერთად იმყოფებოდა,  მაღაზიაში შევიდნენ, აალებადი სითხე და ასანთი იყიდეს და მსხვერპლის სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ხანძრის შედეგად, რომელიც სწრაფად მოედო მთელ შენობას, მის მეორე სართულზე მყოფი ქალის და არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ ხანძრის გაჩენიდან ორი წლის შემდეგ სახლზე დაზიანება კვლავ შესამჩნევია.

დღეს უკვე 19 წლის მოძალადის 21 წლის თანამზრახველს სასჯელი გუშინ შეეფარდა, თვით დამნაშავე კი არასრულწლოვანთა სასამართლოში გადაიყვანეს.

მედიასთან საუბრისას 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც ამ საქმეზე სასამართლო პროცესს ელოდება, ამბობს, რომ ნანობს თავის საქციელს. „ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი. ძალიან ვწუხვარ ჩემი მეგობრის გამო“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა როცა ამას აკეთებდა, ასევე აღნიშნავს, რომ მომხდარში დიდი როლი ითამაშა მისმა ასაკმაც.

“პატარა ვიყავი. ახლა რომ მომხდარიყო იგივე ამას არ გავაკეთებდი რაც მაშინ გავაკეთე.”- ამბობს ის.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *