Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

დღეს ამინდის ცვლილება დასავლეთით-საღამოს ჩრდილოეთით მოსალოდნელია ადგილობრივი წვიმები

პარასკევი, 17 ნოემბერი : დღეისთვის მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა, რომელიც თანდათან მოიმატებს დასავლეთის მიმართულებით, რასაც  მოჰყვება ადგილობრივი წვიმა, ძირითადად იონიის კუნძულებსა და ეპირუსში. საღამოს იწვიმებს დასავლეთ საბერძნეთის რამდენიმე რაიონში. ასევე წვიმაა მოსალოდნელი ჩრდილოეთ საბერძნეთის დაბლობში, მთაში კი დროებით მოთოვს. შაბათის ღამეს აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიაში ფენომენი გაძლიერდება, რომელსაც თან ახლავს შტორმი და თანდათან გავრცელდება ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსზე.

ტემპერატურა დასავლეთ მაკედონიაში 2-დან 17 გრადუსამდე, დანარჩენ ჩრდილოეთ საბერძნეთში 3-დან 20 გრადუსამდე, ეპირუსში 5-21 გრადუსამდე, თესალიაში 5-დან 22-23 გრადუსამდე, დანარჩენ კონტინენტზე 5-დან 22-23 გრადუსამდე იქნება.  იონიის კუნძულებზე 10-დან 20-21-მდე და ცენტრალურ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე 8-20-21 გრადუსამდე, ხოლო ციკლადებზე, კრეტასა და დოდეკანისზე 11-დან 22-მდე გრადუსი ცელსიუსი.

ეგეოსზე იქროლებს სამხრეთ-დასავლეთიდან 4-5, ლოკალურად 6 ბოფორტის ინტენსივობის ქარი ღამით და ჩრდილოეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ გადაინაცვლებს გაძლიერების ტენდენციით. იონში თავდაპირველად იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი ინტენსივობით 5 ბოფორტამდე, შუადღიდან კი ჩრდილო-დასავლეთისკენ გადაიზრდება და 6-7 ბაფორტამდე გაძლიერდება.

ატიკაში მოსალოდნელია მზიანი ამინდი, მცირე მოღრუბლულობით.  იქროლებს ქარი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებებიდან 3-4 ბოფორტის ინტენსივობით. ჰაერის ტემპერატურა 13-დან 20-21 გრადუსამდე იქნება.

სალონიკში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, რომელიც შუადღიდან მოიმატებს, ხოლო ღამის საათებში შაბათის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა. იქროლებს სამხრეთის მიმართულების,  3-4 ბოფორტი სიძლიერის ქარი, საღამოს კი ჩრდილო-დასავლეთით 4-5 ბოფორტს მიაღწევს. ტემპერატურა 10-დან 19 გრადუსამდე იქნება.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *