პოლიტეხნიო: საიუბილეო ზეიმი-უსაფრთხოების უკიდურესად გამკაცრებული ზომები, დაკეტილი გზები და მეტროსადგურები
ასობით მოქალაქე, მათ შორის ბავშვებიც, მივიდნენ დღეს დილიდან ათენის ცენტრში მდებარე პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში, რათა აჯანყების 50 წლისთავთან დაკავშირებით ყვავილებით შეამკონ იმ ხალხის ხსოვნა, ვინც წინააღმდეგობა გაუწია ხუნტას, იბრძოდა და თავი გაწირა დემოკრატიისათვის.
ყველა ტოვებს თითო ყვავილს საგანმანათლებლო დაწესებულის სწორედ იმ კართან, რომელიც 50 წლის წინ უშიშროების ძალებმა მომიტინგეების დასაკავებლად ტანკით შეამტვრიეს.
დღეს შუადღიდან სტუდენტთა ჯგუფები მსვლელობას დაიწყებენ ამერიკის საელჩოს მიმართულებით. პოლიციის გაძლიერებული ჯგუფები სრულ მზადყოფნაში არიან, ხოლო ათენის ცენტრში ქუჩები ეტაპობრივად დაიკეტება.
დაახლოებით 5500 პოლიციელი ათენის ქუჩებში დაიცავს წესრიგს და მოქალაქეთა უსაფრთხოებას, ხოლო დღის განმავლობაში მოსალოდნელი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, უსაფრთხოების დაცვის ოპერაციაში ჩერთვებიან საჰაერო ვერტმფრენები და დრონები. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აშშ-ის საელჩოს და ისრაელის პოტენციური სამიზნეების დაცვას.
უსაფრთხოების ზომები გაიზარდა ასევე ექსარხიის მიდამოებში, წინა დღეებში მეტროპოლიტენის მშენებლობაზე მომხდარი ინციდენტების გამო. პოლიციის წყაროების ინფორმაციით, სამართალდამცავი ძალები ყველა შესაძლო შემთხვევისთვის მზად არიან.
დღევანდელი საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით ცვლილებები განხორციელდა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ.
14:00 საათზე მეტროსადგურები მონასტირაკი, მეგარო მუსიკის, სინდაგმა და პანეპისტიმიო დაიკეტება და მატარებლები აღნიშნულ სადგურებს შეჩერების გარეშე გაივლიან. ასევე ავტობუსების ხაზი Χ95-სინდაგმა აეროპორტი იმოძრავებს მხოლოდ კატეხაკის მეტრომდე.
ამავდროულად ატიკის საგზაო დირექტორატი მიიღებს ზომებს ათენის ცენტრში მოძრაობის გასაადვილებლად.
პოლიცია მოუწოდებს მძღოლებს მოერიდონ ავტომობილების მართვას და გაჩერებას ღონისძიებების ზონებში, საზეიმო მსვლელობის მარშრუტზე და აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
