Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ავსტრალია: შოკისმომგვრელი ვიდეო 20 წლის მოზარდის ზვიგენის თავდასხმიდან წამის შემდეგ – “არ მეგონა თუ ვიცოცხლებდი”

ავსტრალია: შოკისმომგვრელი ვიდეო 20 წლის მოზარდის ზვიგენის თავდასხმიდან წამის შემდეგ – “არ მეგონა თუ ვიცოცხლებდი”

ექიმებმა 20 წლის  ახალგაზრდას ფეხი მოჰკვეთეს – „ვიდეო იმიტომ გადავიღე, რომ გამოშვიდობება მინდოდა“

20 წლის მატეო მარიოტიმ გაავრცელა შოკისმომგვრელი ვიდეო მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს მას ზვიგენი დაესხა თავს, რის გამოც ექიმებმა ფეხი მოკვეთეს.

20 წლის მსხვერპლზე თავდასხმა ავსტრალიის ქუინსლენდის სანაპიროსთან მოხდა, ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინა მისი მეგობრის, ტომასო აგოსტის დროულმა ჩარევამ და დახმარების აღმოჩენამ. ტომასომ მეგობარი ნაპირზე გაიყვანა და მის დამშვიდებას ცდილობდა. მიუხედავად იმისა რომ მსხვერპლს უხვი სისხლდენა ჰქონდა ექიმებმა შეძლეს მისი სიცოცხლის შენარჩუნება.

ვიდეოში ჩანს შეშინებული 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც დახმარებას ითხოვს, ზვიგენის ნაკბენის შემდეგ კი მისი სისხლით ზღვა წითლად შეიღება.

იხილეთ ვიდეო:

მიუხედავად მუხლის ქვემოთ ფეხის ამპუტაციისა, 20 წლის ახალგაზრდა კარგ ხასიათზეა, რაც ჩანს ინსტაგრამზე მის პოსტში, სადაც მან ნათესავებს, მეგობრებს და გამომწერებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს ვიდეო ბოლო ნაკბენის შემდეგ გადავიღე. დამშვიდობება მინდოდა. არ მეგონა თუ ამ ურჩხულის თავდასხმის შემდეგ ვიცოცხლებდი. ბევრი სისხლი დავკარგე და არ ვიცი ფეხს რას უზამენ, მაგრამ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ ჩემი გმირები ხართ, თქვენ მომეცით ძალა რომ წინ წავიდე, თქვენი შეტყობინებებით და სატელეფონო ზარებით. ჩემი ერთადერთი ოცნებაა ისევ გიხილოთ. ბოდიში, რომ ყველას ვერ გპასუხობთ, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ და თავი მისკდება”, – წერს 20 წლის ახალგაზრდა.

განსაკუთრებით, ზვიგენის თავდასხმის შემდეგ მის გვერდით მყოფ მეგობართან დაკავშირებით, ახალგაზრდამ დაწერა: „მე შენთან ერთი სიცოცხლით ვალში ვარ“.

მარიოტი ავსტრალიაში იმყოფება 2022 წლის ნოემბრიდან და სწავლობს საზღვაო ბიოლოგიას.

ამ დროისთვის უცნობია ზვიგენის ტიპი, რომელიც მას თავს დაესხა. მარიოტის სჯერა, რომ ის გადარჩა, რადგან გვერდით ჰყავდა ბაბუის სული, რომელიც გარდაიცვალა ზვიგენთან თითქმის საბედისწერო ინციდენტამდე ერთი დღით ადრე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *