Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალიმსოფლიო

წარმოუდგენელი თავდასხმა მოსამართლეზე

წარმოუდგენელი თავდასხმა მოსამართლეზე

ხუთი დღის შემდეგ, რაც დეობრა რედენი სკამზე გადახტა ლას-ვეგასის მოსამართლეზე თავდასხმის მიზნით, ის წარსდგა იგივე მოსამართლის წინ – მხოლოდ ამჯერად 30 წლის ბრალდებულის მაჯები სხეულზე იყო მიბმული და მას უსაფრთხოების მიზნით სასამართლოს წარმომადგენლები გვერდში ედგნენ.

მოსამართლე მერი ქეი ჰოლთუსმა მას 19-დან 48 თვემდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სხეულის დაზიანების მცდელობისთვის.

რედენს სასამართლო დარბაზში თავდასხმის შემდეგ 13 ახალი ბრალდება ემუქრება. მისი ქმედება გადაღებულია ვიდეოზე, რომელიც 105 მილიონზე მეტჯერ იქნა ნანახი. მოსამართლე ჰოლტუსმა თქვა, რომ ინციდენტმა გავლენა არ მოახდინა მის გადაწყვეტილებაზე.

თავდაპირველი ბრალდებისთვის, რომლითაც ის იყო წარდგენილი მოსამართლესთან, მას 19-დან 48 თვემდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

”ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გასულ ოთხშაბათს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, მომავალში განიხილება სხვა სასამართლოს მიერ”, – თქვა ჰოლთუსმა სასამართლო დარბაზში.

„მინდა განვმარტო, რომ არ ვცვლი სასჯელს, რომლის მისჯასაც ვპირებდი გასულ კვირას, სანამ ბრალდებულის ქმედებები შემიშლიდა ხელს“, – აღნიშნა მან.

სასამართლო ვიდეო ჩანაწერიდან ჩანს თუ როგორ განვითარდა თავდასხმა მოსამართლეზე. პროცესის მიმდინარეობისას რედენის ადვოკატმა, კეისარ ალმასემ, მოითხოვა, რომ მის კლიენტს, რომელმაც წარსულში ციხეში მოიხადა სასჯელი ყაჩაღობის მცდელობისა და ოჯახში ძალადობისთვის, პირობითი სასჯელი დაენიშნოს.

ჰოლთუსმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უთხრა ალმაზას: „დროა სხვა რამეც გასინჯოს, რადგან სხვანაირად არ შემიძლია ამ კრიმინალური წარსულით“.

განრისხებული ბრალდებული რამდენიმე წამის შემდეგ სავარძლისკენ მივარდა, მოსამართლეს დაახტა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

რედენსს 13 სხვა და სხვა  ბრალდება წაუყენეს დაკავების ცენტრის ელექტრონული ვიდეო ჩანაწერების თანახმად და გირაოდ 54 000 დოლარად განისაზღვრა.

ორშაბათს, სასამართლოს ათამდე თანამშრომელი ედგა გვერდით რედენს კოლეგიალობის გამოსახატავად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *