Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მორიგი თაღლითობა ონლაინ რეკლამის საშუალებით

 მორიგი თაღლითობა ონლაინ რეკლამის საშუალებით

ონლაინ რეკლამის საშუალებით ახალი თაღლითობით ნაშოვნი 3000 ევრო –  თაღლითობის კიდევ ერთი შემთხვევა, რომელსაც კომპეტენტური ორგანოები იძიებენ.

შემთხვევა კუნძულ ზაკინთოსზე მოხდა.

კუნძულის მაცხოვრებელმა ერთერთმა მამაკაცმა ზაკინთოსის პოლიციის დეპარტამენტს შეატყობინა, რომ იგი გახდა ახალი, ჯერჯერობით უცნობი სახის თაღლითობის მსხვერპლი.

თაღლითებმა მსხვერპლს  3.424 ევრო აართვეს, რომელიც თავად დაზარალებულმა გადასცა ,,მოტოციკლის გამყიდველებს“.

თაღლითებმა სოციალურ ქსელებში განცხადება ჩაუშვეს არარსებული მოტოციკლეტის გაყიდვის შესახებ და, მსხვერლმა, რომელიც სახარბიელო ფასით აღფრთოვანდა, თანხა მაშინვე გადაიხადა ისე, რომ  ოფიციალური ყიდვა – გაყიდვის პროცედურა დასრულებულიც კი არ იყო…

EL.AS  მოქალაქეებს შეახსენებს, რომ თაღლითობის თავიდან აცილების შესახებ რჩევები შეგიძლიათ იხილოთ საბერძნეთის პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე – მოქალაქის გზამკვლევის პლატფორმაზე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *