Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისამართალი

შვილის მკვლელ მამას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

შვილის მკვლელ მამას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ჰერაკლიონი: სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მამას, რომელმაც შობის დღეს საკუთარი შვილი მოკლა.

შემთხვევა 2020 წელს მოხდა.  მკვლელი მამის გარდა, მსხვერპლის ძმაც მოიხდის სასჯელს, რომელსაც მკვლელობაში თანამონაწილეობისათვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სამუდამო პატიმრობა შეეფარდა აღმოსავლეთ კრეტას ნაფიც მსაჯულთა სააპელაციო სასამართლოს მიერ, 59 წლის მამას, რომელსაც 2020 წელს, შობის დღეს,  27 წლის შვილთან ერთად, ბრალი ედება მეორე ვაჟიშვილის სასიკვდილოდ დაჭრაში.

ცნობილია, რომ სისხლიანი ინციდენტი შობის დღეს მოხდა.  მკვლელმა მამამ კი, იმთავითვე განაცხადა, რომ ინცინდენტის დროს ის, თავდაცვაში იმყოფებოდა.

თუმცა, ადვოკატის განცხადებით, 59 წლის მამაკაცი ამტკიცებს, რომ უშუალოდ მან დაჭრა სასიკვდილოდ საკუთარი ვაჟშვილი, ხოლო მოკლულის ძმის მონაწილეობას მკვლელობაში კი, სასტიკად უარყოფს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *