Latest news
საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

გემის კაპიტანმა მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა

გემის კაპიტანმა მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა

პირეოსი: გემის კაპიტანმა მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა.

პირეოსიდან კუნძულ ხიოსაკენ მიმავალი გემის ერთერთი მგზავრი, რომლის სიცოცხლეც საფრთხეში იყო, გემის კაპიტანმა  –  ტასოს პუკამისამ  გაადაარჩინა.

საბერძნეთის საზღვაო ფლოტს განსაკუთრებული ადგილი უკავია საერთაშორისო გადაზიდვების ინდუსტრიაში. ასევე, ბერძენი მეზღვაურების ოსტატობა, რომელიც მათ ახასიათებს და, მართებული თვალსაზრისი და თანაგრძნობა,  რომელიც გააჩნიათ საფრთხის წინაშე მყოფი თანამემამულეების მიმართ,  პირველ ადგილზე აყენებს მათ.

ზემოხსენებული ინცინდენტი გემზე მაშინ  მოხდა, როდესაც ხანში შესულ მგზავრს გულის შეტევა დაემართა. გემის კაპიტანის  ჩარევის წყალობით,  რომელმაც მას პირველადი დახმარება გაუწია, მგზავრი გადარჩა.

უფრო კონკრეტულად, 82 წლის მგზავრს, რომელსაც თანმხლების გარეშე უნდა ემოგზაურა პირეოსიდან კუნძულ ხიომდე, გულის ინფარქტი ჯერ კიდევ პირეოსის პორტში, გემის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე დაემართა.

შემთხვევის შესახებ მაშინვე შეატყობინეს გემის კაპიტანს. კაპიტანმა სასწრაფოდ სამედიცინო მაშველი ბრიგადა გამოიძახა, ხოლო მათ მოსვლამდე კი, მასაჟისა და ხელოვნური სუნთქვის დახმარებით, თავად დაეხმარა გონდაკარგულ მგზავრს და მას სიცოცხლე შეუნარჩუნა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მგზავრი  საავადმყოფოში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს ამჟამად, საფრთხე აღარ ემუქრება.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *