Latest news
გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს 17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის 17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“ 
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში

მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში

ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, 1973 წლის ნოემბრის სტუდენტური აჯანყების 53-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. დილის 09:00 საათის შემდეგ უნივერსიტეტის ისტორიული შენობის ჭიშკარი გაიხსნა და მოქალაქეებმა, მათ შორის ბავშვიანმა ოჯახებმა, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, დაიწყეს შეკრება.

დამსწრეები წითელი მიხაკებითა და ყვავილებით პატივს მიაგებენ დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლთა ხსოვნას და 1973 წლის ნოემბრის მოვლენების მონაწილეებს.

საიუბილეო ღონისძიებები დღეს კულმინაციას მიაღწევს ტრადიციული მსვლელობით, რომელიც ათენის ცენტრიდან აშშ-ს საელჩოს მიმართულებით გაიმართება.

ღონისძიებებთან დაკავშირებით დედაქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. წესრიგის დასაცავად მობილიზებულია 5 000-ზე მეტი პოლიციელი. ამასთან, დღის 14:00 საათიდან ათენის მეტროს სამი სადგური  „სინტაგმა“, „პანეპისტიმიო“ და „მეღარო მუსიკისი“ დაიკეტება. ასევე, ათენის ცენტრში დაწესებულია სატრანსპორტო შეზღუდვები და ეტაპობრივად გადაიკეტება პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, სინტაგმის მოედნისა და ვასილისის სოფიას გამზირის მიმდებარე ქუჩები.

1973 წლის აჯანყების 53-ე წლისთავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისიც. მისი განცხადებით, „1973 წლის სტუდენტების გამბედაობა, სიმტკიცე და დემოკრატიისადმი რწმენა დღეს ეროვნული ორიენტირი ხდება“. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ნოემბრის მოვლენების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისგან თავის შეკავება და ისეთი უნივერსიტეტების უზრუნველყოფა, რომლებიც ღია იქნება ცოდნისთვის, დიალოგისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, თუმცა მიუღებელი იქნება ძალადობა და უკანონობა.

საიუბილეო ღონისძიებები იმართება სალონიკშიც. დილიდან სტუდენტები არისტოტელეს უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის შენობასთან შეიკრიბნენ. დაგეგმილი მსვლელობა უნივერსიტეტიდან დაიწყება, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს გაივლის და ციმისკის ქუჩაზე მდებარე აშშ-ს საკონსულოსთან დასრულდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *