Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

შოუს მონაწილეებმა ჩაცმულობაში ყვავილებით გაწყობილი დეტალები უნდა შეიტანონ

შოუს მონაწილეებმა ჩაცმულობაში ყვავილებით გაწყობილი დეტალები უნდა შეიტანონ

My Style Rocks-ში განსხვავებული კვირა დაიწყო. პროფესიული მიზეზებისდა გამო შოუს დატოვება მოუწია ლაკი ღავალას და ჟიურიში მისი ადგილი დაიკავა ანა კაფსალიმ.

შოუს მონაწილეებს, გუშინდელ შოუში, მათ ჩაცმულობაში ან ხელოვნური, ან ბუნებრივი ყვავილებით გაწყობილი დეტალები უნდა შეეტანათ. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი გადაცემაში საგაზაფხულო განწყობის შემოტანა გახლავთ.

ამ ცვლილებებთან ერთად შოუს კიდევ ერთი მონაწილე, დიმიტრა ბესირი შეემატა, რომელმაც პირველივე წუთიდან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებლებზე. გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ სიმონმა თავის ჩაცმულობა სინგაპურის ბაღების ორნამენტებით გააფორმა, მაგრამ ახლადგამოჩენილმა დიმიტრა ბიმ მას უარყოფითი შეფასება მისცა.

მოდი უკეთ გავიცნოთ ახალი მონაწილე:

დიმიტრა ბესირი

ასაკი: 29

პროფესია: მოდელი

დაიბადა და გაიზარდა კილკისში, მაგრამ ამჟამად ცხოვრობს ათენში. სწავლობდა “ინფორმაციის ინჟინერიის” ფაკულტეტზე, მაგრამ მისი განსაკუთრებული ყურადღება და სიყვარული ყოველთვის მოდას ეთმობოდა. მოდელად მუშაობის შემდგომ პროფესიულად არის დაკავებული სოციალური მედიის მართვის მიმართულებით. მისთვის მოდა არის გამოხატვისა და “ნაცრისფერ ყოველდღიურობაში ფერის შეტანის საშუალება”.

თვლის რომ თამამი და ფერადი სტილი აქვს და აცხადებს რომ “მე ვარ “Girl next door”-ის უკეთესი ვერსია”. არ უყვარს ცხოველური პრინტები და ადამიანები, რომლებიც არ იცვამენ ისე, როგორც მათ ფორმებს უხდებათ. 

My Style Rock-ში მონაწილეობას იღებს რათა მიიღოს გამოცდილება. უნდა რომ მეტი გაიგოს მოდის შესახებ და თვლის რომ ეს შოუ დაეხმარენა თავისი პროფილის განვითარებაში სოც.მედიაში. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *