Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პარაშუტისტი  ხეზე ჩამოეკიდა

პარაშუტისტი  ხეზე ჩამოეკიდა

50 წლის გერმანელმა ტურისტმა პარაპლანით ფრენა განახორციელა, თუმცა ეს გამოცდილება ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

50 წლის გერმანელი ტურისტი, რომელმაც იოანენაში პარაპლანით გასეირნობა გადაწყვიტა,დიდი ხნის განმავლობაში, ხეზე იყო ჩამოკიდებული.

ტურისტმა  არასწორად გამოთვალა პარაპლანით დაშვების წერტილი. ის იოანენას ტბისპირა რაიონში უნდა დაშვებულიყო.

პარაშუტი, რომელსაც გერმანელი ტურისტი მართავდა, ხეების ტოტებში გაიხლართა და უცხოელი, ხუთი მეტრის სიმაღლეზე ჩამოეკიდა…

საბედნიეროდ, ტურისტი არ დაშავებულა. მან  მობილური ტელეფონით შეატყობინა იოანენას სახანძრო სამსახურს, რომლის თანამშრომლებიც შემთხვევის ადგილზე ცოტა ხნის შემდეგ მივიდნენ და უვნებლად ჩამოხსნეს ტურისტი.

შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანაც, რომლითაც მამაკაცი იოანენას საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ, თუმცა ტურისტს გაუმართლა და ის, სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმ ბასრი ტოტებისა, რომელზეც ტურისტის პარაპლანი ჩამოეკიდა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *