Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ყველაზე საშიში ხიდი საბერძნეთში

ყველაზე საშიში ხიდი საბერძნეთში

როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ისტორიულად, აუცილებელია დაინგრეს!

ლაკონიკის მიწის გულში, მდინარე ევროტაზე გადაჭიმულია ხიდი, რომელიც ბერძნული ტოპოგრაფიის თანდაყოლილი სილამაზის სიმბოლოა. ხიდი, რომელიც საუკუნეების ისტორიას ატარებს, დროისა და ადამიანების ზეგავლენის გამო დღესდღეობით ყველაზე სახიფათო ხიდების სიაშია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ხიდი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში აშენდა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების გასამარტივებლად და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. თუმცა, მისმა სტრუქტურამ დროთა განმავლობაში მრავალი წყალდიდობისა და გეოლოგიური ცვლილების შედეგად  მნიშვნელოვანი ცვეთა განიცადა, რამაც მისი გამძლეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

კვლევეზე დაყრდნობით ხიდზე აიკრძალა მძიმე მანქანების გადაადგილება, რამაც გამოიწვია როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე მოსახლეობის შეშფოთება, რადგან ისინი ხიდს თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების სასიცოცხლო ნაწილად აღიქვამენ. შესაბამისად ხიდის ახალი, თანამედროვე კონსტრუქციით ჩანაცვლების გადაწყვეტილებამ ლაკონიკის მაცხოვრებლებში აჟიოტაჟი გამოიწვია. სასწორზეა ერთის მხრივს ადამიანების უსაფრთხოება და მეორეს მხრივ რეგიონის ისტორიისა და ტრადიციის ნაწილის დაკარგვა. რაღათქმაუნდა უსაფრთხო ხიდი უამრავი გადარჩენილი სიცოცხლის ტოლფასია და რეგიონის სხვა ტერიტორიებთან კავშირის ახალ პერსპექტივას იძლვა.

ახალი ხიდი, რომლის საძირკველის ჩაყრაც უკვე დაიწყეს, თანამედროვე საინჟინრო, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვით აშენდება. მშენებლობისას გამოიყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მის გამძლეობას დროისა და კლიმატის ცვლილებების მიმართ. მისი მშენებლობა გაამარტივებს არა მხოლოდ გადაადგილებას, არამედ რეგიონის ეკონომიკური დინამიკის მომატებასაც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *