Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

რამდენიმე რჩევა ჯანმრთელი და ძლიერი ორგანიზმის შესანარჩუნებლად

რამდენიმე რჩევა ჯანმრთელი და ძლიერი ორგანიზმის შესანარჩუნებლად

  • პირველი და მთავარი წესი სრულფასოვანი დასვენება და ძილია. გამოუძინებლობა თმის, კანისა და მთელი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი გახლავთ. ეცადეთ, ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად და გაიღვიძოთ. ღამის სრულფასოვანი ძილი მხოლოდ ძალ-ღონეს კი არ აღადგენს, არამეს სახის ფერსაც აუმჯობესებს და წვრილ ნაოჭებსაც ასწორებს.
  • სიაში რიგით მეორე სწორი კვება გახლავთ. ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციობას და რაციონს. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, მოერიდეთ ნამცხვრებს, ფუნთუშებს, ბურგერებსა და სენდვიჩებს. სახის კანისთვის ძალიან კარგია დილაობით გვირილის ჩაის სმა.

  • სვით რაც შეიძლება მეტი წყალი. სწორედ მის რაოდენობასა და ხარისხზეა დამოკიდებული ეპიდერმისის ელასტიკურობა. წყალი ზრდაში ეხმარება კოლაგენს, რისი წყალობითაც ხდება ნაოჭების გადასწორება. კოსმეტოლოგები დღეში 2 ლიტრამდე წყლის სმას გვირჩევენ. შედეგს მალე შეამჩნევთ: კანი გახდება ხავერდოვანი, მბრწყინავი და გლუვი.
  • გირჩევთ რომ მოწევასა და ალკოჰოლის მიღებას თავი დაანებოთ. მათი მავნე მოქმედება დანარჩენ ორგანიზმთან ერთად კანზეც აისახება.
  • ზაფხულში და შემოდგომაზე საკვები ისედაც მდიდარია ვიტამინებით, ზამთარში კი მიირთვით ჩირი, ლობიო, ბროკოლი, ფორთოხალი, კომბოსტო, ნიგოზი, გოგრა…

  • თუ ოფისის თანამშრომელი ხართ და მთელი დღე სამუშაო მაგიდასთან გიწევთ ჯდომა, გირჩევთ, სახლამდე გზის მცირე მონაკვეთი ფეხით გაიაროთ. ხშირად გაანიავეთ სამუშაო ოთახი, რადგან სუფთა ჰაერი ხსნის დაღლილობას და ზრდის შრომის უნარს. უქმეებზე გაისეირნეთ ქალაქგარეთ.
  • ქალის ასაკს კისერი და ხელები გასცემს. ხელები გამუდმებით განიცდის გარემოს ნეგატიურ ზემოქმედებას: ტემპერატურის ცვალებადობა, სარეცხი საშუალებები მას თავ-თავის წილ ზიანს აყენებს. წლის ცივ პერიოდში ხელთათმანების გარეშე შინიდან ნუ გახვალთ, ხოლო შინ ხელებს კრემებითა და ნიღბებით მოუარეთ.
  • კანი ცოცხალი ორგანოა, რომელშიც გროვდება მომწამვლელი ნივთიერებები – ტოქსინები. მათ მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა აბაზანა და შხაპი.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *