ქეით მიდლტონმა საჯაროდ განაცხადა რომ სიმსივნე აქვს
ქეით მიდლტონმა საჯაროდ განაცხადა რომ სიმსივნე აქვს
პრინცესამ მისი საჯარო განცხადებით წერტილი დაუსვა ყველა მითქმა-მოთქმას სასახლის გარშემო. მან ინსტაგრამზე ვიდეო მიმართვა ჩაწერა და ხალხს განუცხადა რომ სიმსივნე აქვს.
დეტალები მის დაავადებასთან დაკავშირებით ცნობილი არ არის, მაგრამ კენსინგტონის სასახლე აცხადებს, რომ პრინცესა მალე სრულიად გამოჯანმრთელდება.
ქეით მიდლტონი ვიდეოში აცხადებს, რომ როდესაც ოპერაცია გაიკეთა, იანვარში, არც-ერთ ანალიზს არ მიუნიშნებია ექიმებისთვის, რომ ორგანიზმში სიმსივნური წარმონაქმნები შეიძლება ყოფილიყო. თუმცა ოპერაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პრინცესას სიმსივნე აქვს. ექიმებმა მას ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება ურჩიეს და ქეითმაც მკურნალობა დაუყოვნებლივ დაიწყო.
პრინცესამ ვიდეოში ასევე ისაუბრა სხვა სიმსივნით დაავადებულ ადამიანებზე და თქვა, რომ შედის ყველა იმ ადამიანის მდგომარეობაში ვინც ამ დაავადებით იტანჯება და მოუწოდებს მათ რომ არ დანებდნენ. “თქვენ მარტო არ ხართ” განაცხადა მან.
უელსის პრინცესამ აღნიშნა, რომ ოპერაციის შემდეგ მის რეაბილიტაციას საკმაო დრო დასჭირდა და სწორედ ამიტომ აკლდა გულშემატკივრების თვალსაც. თუმცა ახლა პრინცი უილიამი და ის ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ სწორად გაუძღვნენ თავის ახალგაზრდა ოჯახს, რადგან ახლა ოჯახია პრიორიტეტი და ხალხს სთხოვს, რომ გაგებით მოეკიდნონ როგორც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე მის გადაწყვეტილებასაც.