Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

მამამისის თავს დატრიალებული ქაოსი და განშორება რომელმაც 28 წლის ახალგაზრდა თვითმკვლელობამდე მიიყვანა

მამამისის თავს დატრიალებული ქაოსი და განშორება რომელმაც 28 წლის ახალგაზრდა თვითმკვლელობამდე მიიყვანა

გუშნდელი დღიდან, იმ წუთიდან, როცა ცნობილი გახდა, რომ 28 წლის ახალგაზრდამ გადაწყვიტა თავი მოეკლა სანადირო თოფით, რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით მამამისის საფლავიდან, თავზარდაცემულია ამალიადას მოსახლეობა.

გარდაცვლილი პატრაში ცხოვრობდა. იგი ოთხშაბათს ღამით ამალიადასკენ გაემართა, რათა მოენახულებინდა დედა და ძმა. ცნობილი გახდა, რომ მას თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა, თუმცა ამის შესახებ მისი ნათესავები ინფორმაციას არ ფლობდნენ. 

28 წლის ახალგაზრდამ თვითმკვლელობამდე სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ: “შეხვედრამდე”.

ადგილი, სადაც მან თავი მოიკლა, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო მისთვის. მისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო 49 წლის მამასთან განშორება 9 წლის წინ. ცნობილია, რომ როგორც გარდაცვლილი, ასევე მისი ძმაც ხშირად სტუმრობდნენ სასაფლაოს სადაც მათი მამა იყო დაკრძალული, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ემოციური სტრესი ჰქონდათ.

28 წლის ახალგაზრდას ნაცნობები აღნიშავენ, რომ იგი სანადირო თოფების სპეციალისტი იყო და ხშირად საკუთარ იარაღებსაც აწყობდა. თვითონაც უამრავი ფოტო ჰქონდა გაზიარებული სოც. მედიაში სანადირო თოფების, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ახალგაზრდა თავისივე იარაღით დაასრულებდა სიცოცხლეს.

გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით გარდაცვლილი ახალი დაშორებული იყო პარტნიორთან, რომელთან ერთადაც წლები იცხოვრა. ივარაუდება, რომ მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, იმ სიყვარულის დაკარგვა, რომელთანაც იგი ოჯახის შექმნას აპირებდა, მისთვის კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ტრამვა აღმოჩნდა. თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ახალგაზრდას გარდაცვალებამდე არ დაუტოვებია წერილი, რომელიც ახსნიდა მის ამ ტრაგიკულ გადაწყვეტილებას, გარდაცვალების მიზეზები დღემდე ბუნდოვანი რჩება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *