Latest news
საბერძნეთი: ელ.სკუტერებით არასრულწლოვნების გადაადგილება კანონით იკრძალება ილია: ნეპალელი მიწათმოქმედი ლეპტოსპიროზით გარდაიცვალა რით ამაყობენ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მოქალაქეები დედის დღე საბერძნეთში კრუიზი MV Hondius: არსებობს თუ არა ჰანტავირუსის პანდემიად გადაქცევის საფრთხე საბერძნეთი: კვირიდან ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს კეფალონია: დააკავეს მძღოლი, რომელიც 4 წლის ბავშვს დაეჯახა Ryanair-ი განცხადებას მაკედონიის აეროპორტში ბაზის გაუქმებასთან დაკავშირებით 8 მაისს გააკეთებს მტვერი, ტალახიანი წვიმა და მაღალი ტემპერატურა - ამინდის პროგნოზი საბერძნეთში მომავლის მაღალანაზღაურებადი პროფესიები
შაბათი, მაისი 9, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ფთიოტიდა : პოლიცია დაედევნა მოპარულ მანქანას რომლის ადგილმდებარეობაც GPS-ის დახმარებით დაადგინეს

ფთიოტიდა : პოლიცია დაედევნა მოპარულ მანქანას რომლის ადგილმდებარეობაც GPS-ის დახმარებით დაადგინეს

დამნაშავემ სრულიად ახალი ნისანის მარკის ავტომობილუ მოიპარა, რათა საზღვრიდან აეყვანა ემიგრანტები, რომლებსაც უკანონოდ შემოიყვანდა საბერძნეთის ტერიტორიაზე. თუმცა დამნაშავემ ვერ გაითვალისწინა ფაქტი, რომ ახალ მანქანას ექნებოდა GPS სისტემა, რომელიც მანქანის მეპატრონეებს საკუთარი ავტომობილის ადგილმდებარეობის დადგენაში ეხმარებათ.

აღნიშნული პიროვნება სირიიდან არის. იგი პოლიციის მიერ შენიშნული იყო რამდენიმე ქურდობისა და უცხოელების საზღვარზე უკანონოდ გადმოყვანის გამო. პოლიციამ აღნიშნული პიროვნება შაბათს დილით ათენიდან ლამიასკენ მიმავალ გზაზე შენიშნა და აედევნა მას. დამნაშავე მოპარული მანქანით ხშირად იცვლიდა მიმართულებას, რათა პოლიციისთვის თავგზა აერია, თუმცა ფთიოტიდაში მას გზა გადაკეტილი დახვდა ადგილობრივი საპატრულო მანქანებით და ვეღარ შეძლო მიმალვა. 

პოლიციამ დაკავებული დაკითხვაზე გადაიყვანა და მის წინააღმდეგ საქმე აღძრა მანქანის ქურდობის, სახიფათო მართვისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო. მიმდინარეობს გამოძიება რათა დადგინდეს მონაწილეობდა თუ არა აღნიშნული პიროვნება ადამიანების საზღვარზე უკანონო შემოყვანაში.

რაც შეეხება მოპარულ მანქანას პოლიციამ ის მის მფლობელს დაუბრუნა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *