Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიUncategorized

საგზაო შემთხვევას ლაგკადაში 78 წლის მოხუცის სიცოცხლე ემსხვერპლა

საგზაო შემთხვევას ლაგკადაში 78 წლის მოხუცის სიცოცხლე ემსხვერპლა

უნდა გამკაცრდეს თუ არა მართვის მოწმობის განახლების წინაპირობები და როგორ ახერხებენ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები მართვის მოწმობების განახლებას სახლიდან გაუსვლელად?!

ყოველდღიურად უამრავ უბედურ შემთხვევას ვაწყდებით იმის გამო, რომ პასუხისმგებელი ორგანოები გვერდს უვლიან საჭირო პროცედურების დაცვას და გასცემენ განახლებულ მართვის მოწმობებს მძღოლების სათანადო შემოწმების გარეშე. 

გუშინ შუადღეს თესალონიკში ავტოსაგზაო შემთხვევამ 78 წლის მოხუცებულის სიცოცხლე შეიწირა. 

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანა, რომელსაც 78 წლის მოხუცი მართავდა გზიდან გადავიდა და გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საწყობს შეეჯახა. ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. 

ავარიის გარემოებებთან დაკავშირებით წინასწარ გამოძიებას ლიტისის საგზაო დეპარტამენტი აწარმოებს.

იყო თუ არა 78 წლის მძღოლის მართვის მოწმობა ყველა სათანადო წინაპირობის გათვალისწინებით გაცემული ამას გამოძიება დაადგენს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *