Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სიგარეტით უკანონოდ ვაჭრობის გამო 2 პირი დააკავეს

სიგარეტით უკანონოდ ვაჭრობის გამო 2 პირი დააკავეს

თესალონიკში თამბაქოს კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი, რომელთა საცხოვრებლიდანაც პოლიციამ 4800 ცალი უკანონოდ შემოტანილი სიგარეტის კოლოფი ამოიღო.

უფრო კონკრეტულად, პოლიციის თანამშრომლებმა ეროვნული საბაჟო კოდექსის დარღვევის ფაქტზე  სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 42 წლის უცხოელი და 64 წლის მოქალაქე დააკავეს.

42 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის წინ გააჩერა პოლიციამ შესამოწმებლად. შემოწმებისას მას 240 კოლოფი სიგარეტი აღმოაჩნდა საბერძნეთის სახელმწიფოს საგადასახადო ლენტის გარეშე. სიგარეტის კონტრაბანდასთან ერთად მას თან ჰქონდა მობილური ტელეფონი და უკანონო საქმიანობით მოპოვებული თანხა.

სახლის ჩხრეკის ორდერის გაცემის შემდეგ მისი სახლიდან ამოღებული იქნა დამატებით 2387 კოლოფი სიგარეტი და 180 თამბაქოს შეკვრა (სპეციალური საგადასახადო ლენტის გარეშე).

იმავე დღეს დააკავეს 64 წლის პირიც, რომელსაც 2000 კოლოფი სიგარეტი აღმოაჩნდა სპეციალური საგადასახადო ლენტის გარეშე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *