თესალონიკის ქუჩებში დაკავებულია კიდევ ერთი ნარკოდილერი
თესალონიკის ქუჩებში დაკავებულია კიდევ ერთი ნარკოდილერი
ავტომობილის სანომრე ნიშნის ხვრელებში, 43 წლის მამაკაცი მარიხუანას მალავდა. აღნიშნული პიროვნება პოლიციამ სალონიკში, ორეოკასტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.
სამალავიდან პოლიციამ სამი შეკვრა ნედლი კანაბისი ამოიღო, რომელიც ჯამში 30,8 გრამს იწონის. ადგილზე მანქანის შემოწმების დასრულების შემდეგ პოლიციამ დაკავებულის სახლის ჩხრეკის ორდერიც მიიღო, სადაც დამატებით ორი შეკვრა კანაბისი იპოვეს რომელიც 334,38 გრამს იწონის. დაკავებულის სახლიდან ასევე ამოღებულია მცირე ოდენობით კოკაინი და თანხა, რომელიც ივარაუდება, რომ დაკავებულს მოპოვებული აქვს ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობის შედეგად.
Facebook Comments Box
