Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პატრა: დაკავებულია 12 პირი

პატრა: დაკავებულია 12 პირი

პოლიციამ დღეს დილით პატრაში, ქალაქის ცენტრში მომხდარი მცირე ინციდენტების შემდეგ 12 პირი დააკავა.

გამთენიისას ხელისუფლების მოწინააღნდეგე ჯგუფებმა სამი ნაგვის ყუთს ცეცხლი გაუჩინეს და დააზიანეს ეთნიკის ანდისტასის მოედანზე მდებარე რესტორანი. ამ უკანონო ქმედებებს პოლიციის ჩარევა და დამნაშავეების დაკავება მოჰყვა. 

დაკავებული პირების მხარდამჭერები და დაჯგუფების სხვა მონაწილეები პოლიციის შენობის წინ შეიკრიბნენ და მოაწყვეს საპროტესტო აქცია მათი გათავისუფლების მოთხოვნით.

გამომდინარე იქიდან, რომ პოლიციას არ ჰქონდა მტკიცებულებები რომ ეს 12 პირი უშუალოდ მონაწილეობდა ქალაქში შექმნილ ქაოსში და მათ ნამდვილად მიუძღვოდათ ბრალი რესტორნის დაზიანებასა და ნაგვის ყუთებისთვის ცეცხლის გაჩენაში, ყველა დაკავებული გაათავისუფლეს დაკავებიდან რამდენიმე საათში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *