Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

პორტო რაფტში მომხდარი ავარიის შედეგად ტრამვირებული 22 წლის გოგონას დედა აცხადებს რომ ექიმები იმედს არ აძლევენ, რომ მისი შვილი გადარჩება

პორტო რაფტში მომხდარი ავარიის შედეგად ტრამვირებული 22 წლის გოგონას დედა აცხადებს რომ ექიმები იმედს არ აძლევენ, რომ მისი შვილი გადარჩება

22 წლის ფანის მშობლები მძიმე წუთებს გადიან მათ ცხოვრებაში. ფანი პორტო რაფტში მომხდარ ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა. ის ცოცხალი გამოიყვანეს შავი დალეწილი მერსედესიდან, რომლის 27 წლის მძღოლიც ადგილზევე დაიღუპა შეჯახების შედეგად. გოგონას ჯანმრთელობა კრიტიკულ მდგომარეობაშია და გადაყვანილია KAT-ის საავადმყოფოში.

22 წლის გოგონას ავარიის შედეგად თავის არეში მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული. მას ჩაუტარდა ოპერაცია ერთი ჰემატომის გასამკლავებლად, მაგრამ, დედის თქმით, ექიმები არ აძლევენ არანაირ იმედს, რომ ფანი გადარჩება.

დაშავებული გოგონას დედა protothema.gr-ის რეპორტიორთან საუბრისას აცხადებს რომ მას იმედი აქვს, რომ მისი გოგონა ამ ბრძოლას მოიგებს და მიუხედავად ექიმების უიმედობისა, გადარჩება. 

“ძალიან ცუდად არის. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მძიმე დაზიანებები აქვს თავზე და ექიმები იმედს არ გვაძლევენ რომ გადარჩება. მას უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია თავზე და ახლა ველოდებით, ველოდებით რომ გაიღვიძებს. იმედია რაღაც იქნება..” – აცხადებს ქალბატონი ზოი და იქვე აღნიშნავს რომ 27 წლის ნიკოსს, ფანის მეგობარს იტაცებდა  მანქანები და უყვარდა მაღალი სიჩქარით გადაადგილება და მიიჩნევს, რომ ამან ის სიკვდილამდე მიიყვანა, ხოლო მისი ქალიშვილი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილების საწოლს მიაჯაჭვა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *