Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

შესაძლოა მეტროს სადგურებს ახალი გაჩერებები დაემატოს: სად იქნება პირველი ხაზის შემდეგი გაჩერება

შესაძლოა მეტროს სადგურებს ახალი გაჩერებები დაემატოს: სად იქნება პირველი ხაზის შემდეგი გაჩერება

2021 წლიდან პირეოსისა და ნიკეა-არიოს იოანნი რენდის მუნიციპალიტეტებს მოთხოვნილი ჰქონდათ საბერძნეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსგან მეტრო სადგურის აშენება პირეოსის ქუჩის, კიფისოს გამზირისა და რენდის დასაკავშირებლად. 

მუნიციპალიტეტების მიერ დასმული საკითხი ისევ აქტუალურია და უკვე გადაცემულია ΣΤΑ.ΣΥ-ს ადმინისტრაციაშიც. 

უფრო კონკრეტულად კი, პირეოსისა და კიფისოს შეერთებაზე კომერციული პარკის აშენებამ არა მხოლოდ ახალი ბიზნესი და ხალხი მოიზიდა ტერიტორიის განვითარებისთვის, არამედ იმავდროულად გააჩინა საჭიროება ახალი მეტროსადგურის აშენების. შესაბამისად, მუნიციპალიტეტები მეტროს 1 ხაზზე, მოსხატოსა და ფალიროს სადგურებს შორის კიდევ ერთი გაჩერების დამატებას ითხოვენ.

ამ მეტროსადგურის დანიშნულება არამხოლოდ სტუმრების მოზიდვაა კომერციულ პარკში, არამედ რენდისა და ნეო ფალიროს მაცხოვრებლებისთვის გადაადგილების გამარტივებაც.  

წინადადება, რომელიც წარედგინა ΣΤΑ.ΣΥ-ს, საჭიროებს სადგურის მშენებლობის წინასწარ შესწავლას. ამ საკითხს კი კომპანიის დირექტორთა საბჭო განიხილავს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *