Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სატვირთო მანქანის მძღლომა მეუღლე დაუნდობლად სცემა

სატვირთო მანქანის მძღლომა მეუღლე დაუნდობლად სცემა

43 წლის პოლონელმა ქალმა, რომელიც მის მეუღლესთან ერთად მოგზაურობდა სატვირთო მანქანით, 112-ს პარასკევს დილის საათებში შეატყობინა, რომ მისი მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობდა, მაგრამ მათ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით სასწრაფო დახმარების ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ვერ შეძლო.

პოლონელი ქალის მიერ განხორციელებული ზარის შემდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს აღნიშნული სატვირთო მანქანის ძებნა. პოლიციამ მანქანა რამდენიმე საათის შემდეგ, იონიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის პარკინგზე შენიშნა იოანინაში. მანქანის წინ 45 წლის პოლონელი მძღოლი იდგა მის მეუღლესთან ერთად, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი. 

დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მისი მეუღლე კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ საქმე ოჯახური ძალადობისთვის აღიძრა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *