რამდენიმე რჩევა იმისთვის რომ მზისგან დამწვრობა შევიმსუბუქოთ, ან საერთოდაც თავი დავიცვათ მისგან.
რამდენიმე რჩევა იმისთვის რომ მზისგან დამწვრობა შევიმსუბუქოთ, ან საერთოდაც თავი დავიცვათ მისგან.
რომელია პროდუქტია საუკეთესო?
ერთი შეხედვით პარადოქსულია, მაგრამ მაღალი SPF ინდექსის მქონე დამცავი საშუალებები უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი რუჯის გარანტიას იძლევა. მიზეზი იგივეა, რაც მზის აბაზანების ჩრდილში მიღებისას: ნაკლები სტრესი = ხანგრძლივ რუჯს. ასე რომ, რაც უფრო მძლავრია SPF ფაქტორი, მით უკეთესი. გარდა ამისა, ზოგიერთი დამცავი საშუალება ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც მელანინის წარმოქმნას ააქტიურებს და ხელს უწყობს სწრაფად და თანაბრად გარუჯვას.
დამცავი კრემი შინიდან გასვლამდე 20 წუთით ადრე უხვად წაისვით მთელ ტანზე და დღის განმავლობაში რამდენჯერმე განიახლეთ, რადგან წყალი და ოფლის მის მოქმედებას ასუსტებს.

რა როლი უჭირავს კანის სათანადოდ დატენიანებას?
“დატენიანება” – აი ის ჯადოსნური სიტყვა, რომელიც რუჯს შეგინარჩუნებთ. სიცხე, მარილიანი და ქლორიანი წყალი ზედმეტად აშრობს კანს, გამომშრალი ეპიდერმისი კი ადვილად იქერცლება, რასაც ჩვენი რუჯიც ეწირება. კანი ხშირად უნდა დაინოტივოთ, ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე. კრემიც არ უნდა დაინანოთ – უხვად უნდა წაისვათ და დაელოდოთ, ვიდრე კანი მთლიანად არ შეისრუტავს. საუკეთესოა ალოეს, შარდმჟავასა და გლიცერინის შემცველი დამატენიანებელი საშუალებები, ქოქოსის ზეთი.
გამოიყენეთ After-Sun მოვლის საშუალებები. დატენიანებასთან ერთად ისინი ხელს უწყობენ მზისგან გაღიზიანებული კანის დამშვიდებას, აქვთ გამაგრილებელი ეფექტი.
ალოე ვერას ექსტრატის შემცველი კრემები კარგად ანოტივებს კანს და აცხრობს ანთებას. შეიძლება გაჭრილი ფოთლის წვენის წასმაც.
E ვიტამინის შემცველი საშუალებები კანს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს.

