Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
შოუბიზნესისაბერძნეთი

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალების თავის მოვლის 5 საიდუმლო

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალების თავის მოვლის 5 საიდუმლო

1.მრავალფეროვანი დიეტა

ნამდვილი საკვები, ხარისხიანი ინგრედიენტებით… ჩვენი საკვები უნდა იყოს მდიდარი სასარგებლო ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით მბზინავი თმისა და უზადო კანისთვის, რაც იმას ნიშნავს რომ საერთოდ არ არის საჭირო სპაგეტის, ჟელატოს, ღვინოსა და ტირამისუს მოერიდოთ – მიირთვით ზომიერად. სოფია ლორენმა ერთხელ აღნიშნა კიდეც: „ჩემი სხეული სპაგეტის დამსახურებაა“.

2. მზის ჯანსაღი დოზა

იტალიელებს უყვართ მზე. აგვისტოში იტალიაში, დასასვენებლად საუკეთესო ადგილია.ცხოვრების მრავალი ასპექტის მსგავსად, ეს ყველაფერი ჯანსაღ ზომიერებას ეხება. რაც შეეხება D ვიტამინის შეწოვას, იტალიელებმა იციან, როდის არის ჩრდილში გადასვლის დრო. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება და დაიცავით თვალები სათვალეებით.

3. „ნაკლები მეტია“ მიდგომა

მონიკა ბელუჩის ყოველდღიური რუტინა მინიმალისტურია: ის იწმენდს სახეს, იყენებს მსუბუქ კრემს, თმას კვირაში ორჯერ იბანს…

კარგი დატენიანება და სარკის წინ 10-15 წუთი არის ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ ბუნებრივი იერსახის მისაღწევად.

4. სტრესის მოხსნის დროა

Bella vita-ს გარეშე ცხოვრება გიცავთ ნაოჭებისგან. დაუთმეთ ერთი წუთით ტემპის შენელებას და დასვენებას. ეს არის ნელი დაბერების საიდუმლო.

5. La bella figura

არ შეიძლება არ ვიფიქროთ, რომ მთელი ამ ფოკაჩიას, მოცარელასა და მაკარონის წყალობით იტალიელი ქალები მაინც ინარჩუნებენ ასეთ ფიგურებს.

საიდუმლო მდგომარეობს la bella ფიგურის მნიშვნელობაში, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “ლამაზი ფიგურა” – იმისთვის, რომ იზრუნოთ თქვენს ფიზიკურ ფორმაზე, მოიქეცით ისე, როგორც იტალიელები აკეთებენ და შეასრულეთ მსუბუქი, მაგრამ ხშირი ფიზიკური აქტივობები, როგორიცაა კიბეებზე ასვლა, ჭამის შემდეგ სეირნობა და ზოგადად, სიარული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *