Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

გამოძალვისა და ცილისწამების მცდელობისთვის 56 წლის მამაკაცი დააკავეს

გამოძალვისა და ცილისწამების მცდელობისთვის 56 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც 39 წლის თანამზრახველთან ერთად მსხვერპლებისგან ცილისწამების მუქარით ფულის გამოძალვას ცდილობდა.

პოლიციამ დამნაშავეები ძებნაში გადასცა 46 წლის მამაკაცის საჩივრის საფუძველზე, რომელმაც განაცხადა, რომ 56 წლის თაღლითის შუამავლობით აღმოსავლეთ თესალონიკში შეხვდა 39 წლის მამაკაცს, რომ პირადული საქმის მოგვარებაში დახმარებოდა. 

გამომდინარე იქიდან რომ მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა, რადგან ეს შეთანხმება ფულად გადასახადსაც მოიცავდა, 39 წლის მამაკაცმა 56 წლის თანამზრახველის დახმარებით მსხვერპლისგან თანხის გადახდა მაინც მოითხოვა და დაემუქრა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მასზე მოპოვებულ პირად ინფორმაციას გაასაჯაროვებდა. 

უფრო მეტიც, პოლიციის თანამშრომლებმა 39 წლის მამაკაცის წინააღმდეგ საქმე აღძრეს კიდევ ერთი მსხვერპლის საჩივრის საფუძველზე, რომელსაც მოძალადე ამპელოკიპის მიდამოებში შეხვდა. მხარეები შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ 39 წლის მამაკაცი დაეხმარებოდა 44 წლის მამაკაცს პროფესიულად და ინტერნეტ სივრცეში განათავსებდა რეკლამას 2 480 ევროს სანაცვლოდ. თუმცა 44 წლის მამაკაცმა ამ თანხის გადახდა ვერ შეძლო. 39 წლის დამნაშავე მას ცილისწამებით დაემუქრა და მუქარასთან ერთად 2 480 ევროს ოდენობის თანხის ნაცვლად 14 880 ევრო მოსთხოვა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *