დღეს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
დღეს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
ივანე ჯავახიშვილი ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი იყო.
ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი თავის ჩანაწერებში ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ თემებზე საუბრობდა. ამის დასტურია ის ფრაზები, რომლებსაც თავისუფლად შეიძლება ოქროს სიტყვები ვუწოდოთ:
„დაბალსა და საშუალო ეროვნულ სკოლას ბუნებრივი და საღი განვითარება არ შეუძლიან თუ რომ ეროვნულ განათლებას უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება, ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი არ აგვირგვინებს“.
„თუ წარსულში რაიმე ნაკლი გვქონდა, ამას დამალვა კი არა, გამომჟღავნება უნდა: მხოლოდ იმას, ვინც თავის ნაკლს შეიგნებს, შეუძლიან იგი თავიდან მოიშოროს.“
„ყოველ ჩვენგანს, მეტადრე მოხუცებულებს, უნდა ახსოვდეთ, რომ „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.“
მას ასევე ეკუთვნის სიტყვები: “ქართველი ხალხი, მუდამ ერთმანეთის ჭამით იყო მაძღარი”. ეთანხმებით თუ არა მას?
