Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

თესალონიკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული 17 წლის ველოსიპედისტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

თესალონიკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული 17 წლის ველოსიპედისტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

17 წლის ველოსიპედისტი, რომელიც მძიმედ დაშავდა წინა ოთხშაბათს მაშინ, როცა მას მანქანა დაეჯახა, სალონიკში, “პაპანიკოლაუს” საავადმყოფოს პალატაში მკურნალობს.

17 წლის მოზარდი პარასკევს ჰიპოკრატოსის საავადმყოფოდან “პაპანიკოლაუში” გადაიყვანეს. მეორე დღეს კი პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის საუნივერსიტეტო კლინიკაში მრავალსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა.

ექიმები აცხადებენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

როგორც ცნობილია, 17 წლის მოზარდი გარშემომყოფებთან ჩვეულებრივად კონტაქტობს და შემთხვევის ყველა დეტალი ახსოვს. ივარაუდება რომ მას კიდევ დასჭირდება რამდენიმე პატარა ოპერაცია და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის ერთი კვირის თავზე საავადმყოფოდან გამოწერენ კიდეც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *