სანტორინი: ზაფხულში კუნძულის მეწყერსაშიშ ზონებში გადაადგილება შეიზღუდება
სანტორინი: ზაფხულში კუნძულის მეწყერსაშიშ ზონებში გადაადგილება შეიზღუდება
ეკონომიკის, შინაგან საქმეთა, მოქალაქეთა დაცვის და გარემოს დაცვის მინისტრების ერთობლივი გადაწყვეტილებით 1 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით კუნძული სანტორინზე გადაადგილება შეიზღუდება მეწყერსაშიშ ზონებში:
- ამუდის დასახლებაში აიკრძალება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მუნიციპალურ გზაზე იასის ქუჩის გზაჯვარედინიდან ამუდის პორტამდე. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სადისტრიბუციო მანქანებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან გამთენიის 05:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე.
- ფირონის ყურეში (ფირონის ძველი პორტი) მგზავრების ჩამოსვლა-გამგზავრება განხორციელდება სანაპირო დაცვის კონტროლის ქვეშ.
- ათინიოსის ყურეში (ფირონის ახალ პორტში) ჩამოსვლისას ჯერ გემბანიდან ჩამოვლენ ავტომანქანები, შემდეგ კი ავტობუსები და სატვირთო მანქანები, რათა არ გადაიტვორთოს გზა და არ შეიქმას გადაადგილების პრობლემა.
Facebook Comments Box
