პარნითა: «ეს იყო წინასწარ დაგეგმილი დანაშაული» – რას ყვება თვითმხილველი
პარნითა: «ეს იყო წინასწარ დაგეგმილი დანაშაული» – რას ყვება თვითმხილველი
შოკურ მდგომარეობაში რჩებიან მოხალისეები, რომლებსაც შაბათს ღამით ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა, უმოწყალოდ გაუსწორდა და მათი დანით დაჩეხვაც კი სცადა.
ორგანიზაცია Save Your Hood-ის ხელმძღვანელი ვასილის სფაკიანოპულუსი, რომელმაც ერთ-ერთი მოხალისის სიცოცხლე გადაარჩინა, აცხადებს, რომ საქმე გვაქვს განზრახ, წინასწარ დაგეგმილ დანაშაულთან. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მოხალისეს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული ზურგზე და ორი მკლავზე.
“ნებისმიერი საბაბით უნდოდათ, რომ ეძალადათ ჩვენზე. ეტყობოდათ, რომ მიზეზებს ეძებდნენ. ეს იყო განზრახ ჩადენილი დანაშაული. წინასწარ, კარგად დაგეგმილი თავდასხმა. არანაირ აფექტურ მდგომარეობას არ ჰქონია ადგილი.” – აცხადებს სფაკიანუპულოსი ΣΚΑΙ-სთან საუბრისას.

Facebook Comments Box
