Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ნეა ერითრეა: ავტოსაგზაო შემთხვევას 58 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნეა ერითრეა: ავტოსაგზაო შემთხვევას 58 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ორშაბათს ღამით ნეა ერითრეაში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 58 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

უბედური შემთხვევა ღამის 22:30 საათზე მოხდა თისეოსის გამზირისა და პასხალიას ქუჩის კვეთაზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი მოტოციკლით, მძღოლთან ერთად, თისეოსის გამზირზე ეკალის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როცა პასხალიას ქუჩიდან მომავალ ავტომანქანას შეეჯახა. 

58 წლის მამაკაცი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

გავრცელებული ინფრომაციის თანახმად პოლიციამ ავტომანქანის 20 წლის მძღოლი დააკავა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *